ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Giorgi Orkodashvili

რამდენად აქტუალურია გარემოს დაცვა დღეს საქართველოში?

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

დამეთანხმებით, გარემოს დაცვა მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა, რადგან დღეს, ყველა შეგნებულ ადამიანს გააზრებული აქვს ის, რომ სუფთა გარემო, ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ჯანსაღი მომავალია! ეს რამდენად აქვთ საქართველოში გააზრებული რთული სათქმელია მაგრამ თუ ქუჩებში გავივლით და დანაგვიანებულ ქუჩებს დავინახავთ, ნამდვილად ყველაფერი ნათელი იქნება! ახლა, 3 თვის წინ მომხდარ ამბავს გიამბობთ: მოგეხსენებათ, 19, 20 და 21 სექტემბერი დასუფთავების საერთაშორისო დღეებია. მე ვარ თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტი, ამიტომაც ცხადია, ჩავერთე . . . გადავწყვიტე თელავის ოცდაშვიდივე სკოლას დავკავშრებოდი და ჩამერთა ამ აქციაში. ასეც მოხდა და აქციებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. იყო მაშტაბური რადგან 1200 მონაწილე ჰყავდა.  ვიფიქრე, თუ მედიას დაუკავშირდები და ამ ყველაფერს გააშქებენ, უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება და ძალიან კარგი იქნება მეთქი! ტელევიზიებისგან არც ისეთი გვერდში დგომა ვიგრძენი! მხოლოდ ერთი, ინტერნეტ - მედია ,,კახეთის ხმა" იყო, ის, რომელმაც სამივე დღეს  გადაიღო სიუჟტი! გარდა ამისა, გვინდოდა ტელეკომპანია ,,თანამგზავრის" თოქ-შოუ დიალოგის ერთი ნაწილი ამ თემას (გარემოს დაცვას და დასუფთავების აქციებს) დათმობოდა. ამისათვის გადაცემის წამყვანს გავესაუბრეთ, მან ცივი უარით გამოგვისტუმრა : ,,ეს თემა აქტუალური არ არის, თან ბავშვებს სტუდიაში ვერ დავსვავო" (არადა ვუთხარით, რომ ამ აქციაში ბავშვების გარდა მოსწავლებლები, დირექტორები და უფროსი მოხალისეებიც ერთვებოდნენ). ნუ რა მექნა, წამოვედი . . . ეგ არაფერი მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ . . . 1 კვირის წინ ვუყურებ დიალოგს და მისი ყველა სტუმარი ბავშვია, თემა: ძალადობა! რა თქმა უნდა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მაგრამ არც გარემოს დაცვაა ნაკლები!!! ამითუკმაყოფილო გადაცემის წამყვანს ვწერ: ,,გამარჯობათ ქალბატონო ნატო, მე ვარ გიორგი ორკოდაშვილი, სექტემბერის დასუფთავების აქციების ორგანიზატორი, ალბათ გახსოვართ, გადაცემის გაკეთების სურვილით ვიყავით მე და ეკოკლუბის ხელმძღვანელი - ქ-ნი ნანა გარჯიკაული. ჩვენ გვსურდა დასუფთავების აქციებსა და ზოგადად, სუფთა გარემოში ცხოვრების შესახებ. მაშინ თქვენ გვითხარით, რომ თქვენი გადაცემა საბავშვო არ იყო, გვითხარით ის, რომ ბავშვებს სტუდიაში ვერ დასვავდით,(მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციაში ბავშების გარდა უამრავი მასწავლებელი და სკოლის დირექტორეი ერთვებოდნენ) . . . რამოდენიმე დღის წინ კი ვნახულობ გადაცემას თემაზე ,,არა - ძალადობას!!! " რომლის ყველა სტუმარი ზუსტად ჩემი თანატოლები იყვნენ. მაინტერესებს, 2 თვეში გადაცემის ფორმატი შეცვალეთ?" პასუხად კი მომდის: ,, გამწვანების აქციის თემა ჩემი გადაცემისთვის ისეთი აქტუალური არ იყო, როგორც ძალადობის, გარდა ამისა, მე შემოგთავაზეთ პედაგოგებიც მოყვანაც, რაზეც თქვენგან მკაფიო პასუხი არ მივიღე(სინამდვილეში გვითხრეს, თუ თელავშ მოღვაწე ეკოლოგებს მოიყვანთო . . . ) გარდა ამისა, მე თვითონ ვირჩევ გადაცემის სტუმრებს, თვითონ არ მოდიან ხოლმე!!! " ჯერ პირველი, მე მივწერე დასუფთავების აქციების შესახებ, პასუხი კი გამწვანებაზე მივიღე. მეორე და მთავარი რატომაც ამ სტატუსს ვწერ, თურმე ამ გადაცემისთვის აქტუალური თემა არ ყოფილა! როცა ამამ ვიგებ, ცოტა არ იყოს ძალიან მწყნს, რადგან ჩვენ მსოფლიო ტელესივრცეში ძალიან ბევრი გადაცემა ვიცით რომელის თემებიც სწორედ გარემოს დაცვაა!!! დღეს, მთელი მსოფლიოს უამრავი ორგანიზაცია და ეკოლოგი ცდილობს გარემოს დაცვის პროპაგანდა გაზარდოს, ამაში უამრავი ფული იდება, ეს ის თემაა რომელიც ჩვენს მომავალს ეხება და ეს ის თემაა, რომელსაც ვერსად ვერ წაუვალთ. თუ გადაცემა არის სოციალურ- პოლიტიკური, რატომ არ შეიძლება მისი ერთი ნაწილი გარემოს დაცვას დაეთმოს?! სწორედ ეს არის გარემოსდაცვის პრობლემა, რომ ხალხი ცხოვრობს დღევანდელი ცხოვრებით, მათთვის მნიშვნელოვანია რომელმა დეპუტატმა რომელს რა სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა, რომელი ,,სელებრით" მეუღლეს გაეყარა, რომელი მომღერალი სად მართავს კონცერტს, რომელ ადამიანს რა ტანისსამოსი აცვია, რომელ მსახიობი რომელს შეეკინკლავა და ა.შ. დღეს უამრავი გადაცემა ყვითელ პრესად იქცა და გარემოს დაცვას არააქტუალურს უწოდებენ. ეს იმის ბრალია, რომ არ გვაქვს გარემოსდაცვითი განათლება და ამით ჩვენ და ჩვენ შთამომავლობის გარემოს ვანადგურებთ! ამ სტატუსის დაწერის მთავარი აზრი ის იყო, რომ გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია! თელავის ტელევიზიები კი მას, უბრალოდ ყვითელი პრესის თემად მიიჩნევენ, დიახ, მთელი მსოფლიო ცდილობს შეიკარას და როგორმე გარემოსდაცვითი პრობლემები აღმოფხვრას, თელავის ტელევიზიებისთვის კი გარემოს დაცვა აქტუალური თემა არ არის!!! ვფიქრობ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!!  გმადლობთ ყურადღებისთვის! [გიორგი ორკოდაშვილი]

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტრამპი რეპორტიორების შვილებს: ვერ ვიჯერებ, რომ მედიამ ასეთი კარგი ბავშვები შექმნა

კომენტარები