ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Lika Tsitelauri

საქართველო და რადიკალიზმი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

" რადიკალიზმი — უკიდურესი, უკომპრომისო გადახრას რომელიმე შეხედულებებისადმი ან ცნებებისადმი. ხშირად რადიკალიზმს იყენებენ სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში, უმეტესად მიმართული ძირიანად შეცვლისადმი საზოგადო ინსტიტუტების. ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლიტიკური რადიკალიზმი, მაგრამ შესაძლებელია რელიგიური, საეკლესიო, ფილოსოფიური." - ეს გახლავთ რადიკალიზმის ზოგადი განმარტება (წყარო-ვიკიპედია).ზემოთ მოცემულ აბზაცში აღნიშნული განმარტება არის ქართული თარგმანი, იმისა რასაც რადიკალიზმი გლობალურად გულისხმობს. მე კი მინდა, გაგაცნოთ ჩემი აზრი იმაზე, თუ რას გულისხმობს რეალურად "თანამედროვე ქართული რადიკალიზმი". გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ამიტომ მეც შევეცდები, ვიყო ძალიან ლაკონური.ჩემი აზრით, ქართული რადიკალიზმის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებაში მხოლოდ შავისა და თეთრის არსებობის სწამთ, როცა ყველაზე ლამაზ კონტრასტებს, სულ სხვა ფერთა გამები შეიძლება ქმნიდნენ.სამწუხაროდ, ჩემს რეალობაში მხოლოდ თეთრებისა და შავების დაპირისპირებას ვხვდები და თუ ვინმე სხვა ფერის არსებობის დამტკიცებას შეეცდება, თითქმის ყველა მცდელობა ამაო და სასაცილოა.რატომღაც გადაგვიწყვეტია, რომ ქოთნის ყვავილი, რომელიც გუშინ ულამაზეს თვალის მომჭრელ და ათას ფრად მოელვარე, მრავალ ფურცლიან ყვავილს გვჩუქნიდა ხოლო დღეს ცხვირი ჩამოუშვია და მოწყენილი გამოიყურება, უნდა ამოვძირკვოთ და სრულიად ახალი, თუნდაც ახალშობილი ნერგის ძიება დავიწყოთ, თანაც თვალდახუჭული ვენდოთ ამ სიახლეს თითქოს მას არასოდეს დაემართება იგივე. მაშინ როცა უბრალოდ წყალის დახმარებით შეგვიძლია დავეხმაროთ უკვე გახარებულ ნერგს და დაველოდოთ „ხვალამდე", მაგრამ გარანტირებულ შედეგს. ვერ გეტყვით ეს რატომ ხდება, შეიძლება დაგვავიწყდა წყლის სასიცოცხლო მნიშვნელოვნება, ან აღარ გვწამს მისი. აი მე კი, მირჩევია ჩემი საყვარელი სახლი, რომლის კედლებიც დრომ შელახა, გავარემონტო, ვიდრე მუდმივად გამოვცვალო იგი და დავკარგო მშოლიურობის და სტაბილურობის შეგრძნება.დღეს ყველას გადაუწყვეტია, რომ ქვეყნის საზღვრებს მიღმა (დასავლეთის მიმართულებით) ზამთარშიც კი, სულ მზე და ზაფხულია, მაგრამ ბევრ ''მარადიული ზაფხულის'' მაძიებელს გასცრუებია იმედი, თანაც ისე, რომ გაზაფხულის არსებობისაც კი აღარ სჯერათ, არათუ ზაფხულის. მათ კი აქამდე სამშობლო, მხოლოდ ვიწრო აზროვნების და განვითარების ადამიანების თავშეყრის ადგილად წარმოედგინათ, ამის მიზეზად კი, ქვეყნის მუდმივი ნაკლებად პროგრესული სოციუმი მიაჩნდათ. ასეთ ადამიანებს, სავარაუდოდ არანაირი ცნობები არ აქვთ, საქართველოს წარსულზე და მაშინდელ სხვა კულტურებისთვის მისაბაძ ეტალონობაზე. არაფერი სმენიათ, გამოჩენილ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე მოაზროვნე ქართველების შესახებ.ან პირიქით მომხდარა იმედგაცრუება, ადამიანებს რომლებსაც სჯეროდათ, რომ დასავლეთში მხოლოდ გარყვნილება, გაციებული ადამიანობა, მამათმავლობა, უჭკუობა და ამორალი სუფევდა, გაწბილებულნი დარჩენილან ნანახით და აღმოუჩენიათ, რომ ქართველები არ ვართ თურმე ყველაზე ჭკვიანები, ნიჭიერნი, ლამაზნი თუ პრაქტიკულნი..დღეს, თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ ქართულ სახელმწიფოებრიობაში და აკრიტიკებთ მაგალუთად, ამჟამინდელ მთავრობას, თქვენ აუცილებლად აწ უკვე ყოფილი მთავრობის იდეოლოგიის მონა ხართ დანარჩენებისთვის. ან პირიქით, თუ აკრიტიკებთ „წასულების" შეცდომებს, უმალვე ახალი მთავრობის აგიტატორად ითვლებით. მოკლედ რომ აგიხსნათ, ან „ნაცი" ხართ და ან „ქოცი" ! განსხვავებულ იდეოლოგიას არ შეიძლება, ჰქონდეს არსებობის უფლება. მითუმეტეს არ შეიძლება, იყო „ნაცი" და აკრიტიკებდე კვლავ „ნაცს" და იყო „ქოცი" და კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციო კვლავ ეს უკანასკნელი.თუ კი თქვენ გააკრიტიკებთ რაიმე ქმედებას, ჩადენილს მამრობითი სქესის მიერ, მნიშვნელობა არ აქვს რა სახის იქნება ეს, აუცილებლად თავგადაკლული ფემინისტი ხართ და თუ ქალების ნებისმიერი ქმედება გააკრიტიკე - სასტიკი მჩაგვრელი, ქალებზე მოძალადე ბრძანდებით!ეს ძალიან მცირედ, იმ სხვადასხვა რადიკალური აღქმების შესახებ, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. დანარჩენის მოძებნა სულ მარტივად შეიძლება, ნებისმიერი თქვენთაგანის ყოველდღიურობაში.მე არ მესმის, რატომ ვიზღუდავთ ტვინებს მსგავსად ზემოთ აღნიშნულისა?! ან რისი ბრალია ეს, აზროვნების მოძველებული თუ გაუნათლებელი ბანაკის?!თუ ადამიანს კეთილდღეობის და რაღაც უკეთესის მოტანის სურვილი აქვს, საკუთარი ქვეყნისა და კაცობრიობისათვის, მაინც და მაინც მემარცხენე-სოციალისტ-მარქსისტი უნდა იყოს?! ან ტერორი, გარყვნილება, ამორალი, სისასტიკე და ძალადობა მხოლოდ მემარჯვენეთა მახასიათებელია?! ყოვლად უაზრო და უშედეგოა მსგავსი აზროვნება! მითუმეტეს, რადიკალიზმით გაჟღენთილი ომი ერთმანეთში, არა მე ვარ უკეთესი არა მე, ეს ბალღური თავმომწონეობას წააგავს, ან კიდევ უარესს, გაუნათლებლობის ამებისებურ დონეს.ჩემი ღრმა წრმენით, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ უკვე ზედმეტად დიდი ხანია ბლის ხეზე ვზივართ და ტყემლის კურკებს ვისვრით. ეს ალბათ იმიტომ, რომ არ ვიცით სხვა რა ვაკეთოდ, ან გამოსავლის ძიება გვეზარება. ჩემი რჩევა იქნება, თუ გამოსავალს ვერ ვპოულობთ, სხვა ხეზე მაინც გადავსხდეთ, ეს ისე მეტაბოლიზმისთვის! ნუ ეს უკანასკნელი აზროვნებას თუ არ გამოგვისწორებს, ჯანმრთელობაში მაინც შეგვიწყობს ხელს და არც ესაა ურიგო! 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები