ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი pavlika

მერაბ კოსტავა, როგორც პოეტი

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

             მერაბ კოსტავა, როგორც პოეტი

   სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა, ერის სინდისად გამოცხადებულმა,

საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავ–  ლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არაერთ სფეროში სცადა თავისი ძალები. იგი იყო იშვიათი მონაცემების მქონე პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი და პოეტი. იყო ბეთჰოვენის, შოპენის, გრიგის, ვაგნერის და შუბერტის უბადლო შემსრულებელი. დიდი გემოვნების მქონე მუსიკალური შემფასე– ბელი კლასიკურ მუსიკას ფილოსოფიასთან განუყრელ კავშირში განიხილავდა. განსაკუთრებით უყვარდა ქართული სიმღერები და საგალობლები, დიდ პატივს სცემდა წინაპართა მუსიკალურ მემკვიდრეობას, თავადაც ეძიებდა მათ და ეწეოდა  ქართული მუსიკალური კულტურის  პოპულარიზაციას.

   მერაბ კოსტავას ლიტერატურულ მემკვიდრეობას მკითხველთა ფართო წრე მხოლოდ მერაბის გარდაცვალების შემდეგ გაეცნო. როგორც გადმოგვცემენ, მერაბ კოსტავა ლექსებს ბავშვობიდან წერდა, წერა არ შეუწყვეტია ცხოვრების არცერთ ეტაპზე, მაშინაც კი, როდესაც უმძიმეს პირობებში  იმყოფებოდა. მართლაც, საკმარისია მის პოეზიას თვალი გავადევნოთ და თვალწინ წარმოგვიდგება მ.კოსტავას შფოთიანი, მძიმე, ცხოვრებისეული ქარტეხილებით აღსავსე მოწამეობრივი ცხოვრება. მის პოეზიას, თავისი ბიოგრაფიის მსგავსად, ლაიტმოტივად გასდევს რწმენა, იმედი და დამოუკიდებელი საქართველოს იდეა.

           ზვიად გამსახურდიაგადმოგვცემს: ,,მერაბშითითქოსორისული  იბრძოდაფაუსტისმსგავსად, მუსიკისადაპოეზიისა, ბოლოსპოეზიისსულმაიმძლავრა. მერაბიმუსიკასშეეშვადაპოეზიასმისცა თავი, თუმცა მისი ლექსი არ გაჰყრია მუსიკას. მუსიკის ტალღათა მძლავრი პულსირება საცნაურია მის სტრიქონებში.“  მართლაც, მ. კოსტავას პოეზია დინამიურობით, მრავალფეროვნებით, მუსიკალურობით, დიდი მხატვრული გემოვნებითა და ბობოქარი სცენებით გამოირჩევა. ლექსებში გარდა მუსიკისადმი სიყვარულისა, იგრძნობა სიყვარული ისტორიისადმი, მითოლოგიისადმი, ანტიკური და ძველაღმოსავლური ეპოსებისადმი და რაც მთავარია ბიბლიური სიუჟეტებისადმი. კოსტავას პოეზიაში ზემოთ ჩამოთვლილი საგნების სიღმისეული ცოდნა იკვეთება.

  საინტერესოა თავად მ. კოსტავას დამოკიდებულება პოეზიისადმი. ამ დამოკიდებულებაზე თავად პოეტის ლექსები მიგვანიშნებენ.

,,პოეტის გული გულია მისნის

   ჩვილი ბავშვივით ყოვლის მიმნდობი.“ 

      

„... გრძონობა ცეცხლია მგზნებარე

კაცთა გენიის დიდება,

ლექსი ამ ცეცხლზე მდებარე

რასაც კი წაეკიდება.

უმალ დახეთქავს სისხლ–ძარღვებს

საზღვრებს რაც არ ემონება,

ლექსი, ვულკანის სიმძაფრე,

ეთერის ჰაეროვნება.

ნიაღვარული ლანდების

დვრიტა ლოცვის და კრულვისა

ლექსი, ერთთავად დამნთები

წყევლის და სიყვარულისა.

მოითხოვს სულის გაღებას,

გებრძვის დღითა და ღამითა,

ლექსი ყველგან რომ დაგყვება

და არ გასვენებს წამითაც.

ჰე, ლექსო, ვეღარ  გამკენჭავ

დემონიური ჭანგებით,

შენი ცხენივით გახედვნა

მომნიჭებია განგებით.

თავად მერაბს არ უყვარდა თავისი ლექსების პოპულარიზება, მიტინგებზეც  იშვიათად კითხულობდა მათ, გამოქვეყნებაზე კი საერთოდ არ ფიქრობდა. მხოლოდ მ. კოსტავას გარდაცვალების შემდეგ მოხდა ლექსების შეკრება და გამოცემა.

    საინტერესოა ორი მეგობრის ურთიერთობა. მათი მეგობრობა სკოლის მერხიდან დაიწყო. კოსტავა ხშირად სტუმრობდა ოჯახში გამსახურდიებ–თან.  კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდებს ეროვნული იდეები და დამოუკიდებელ საქართველოზე ფიქრი შთააგონა. ზ.გამსახურდიას არაერთი ლექსი მიუძღვნა მერაბმა, მათ შორის „ძმას ქრისტესმიერს“ და „პაემანი“. ამ ლექსებში სრული სიცხადითაა ასახული მათი მეგობრობა და იდეები.

„...  ხარ მწირი თამარ დედოფალისა

საღვთო სინათლის გულში აღმძვრელი,

თუ ნახევარძმა პარსიფალისა

დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი.

სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმინდა,

გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,

თუ საიდუმლო ათონის მთიდან

თორნიკესავით დაბრუნებული.

... არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება

ყველამ გაიგოს, ყველამ უწყოდეს,

რადგან ჩვენ შევტრფით თავისუფლებას,

ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.

... ხომ ხედავ, როგორ გართულდა ომი,

ვაჰ, თუ ძალები შემოგველია,

თუმცა მარადში ვარ თანამდგომი

ავთანდილობა ერთობ ძნელია.“

    

უფრო ადრე უძღვნა მერაბმა ზვიადს ლექსი პაემანი, რომელშიც მან         

იწინასწარმეტყველა, რომ იგი  ადრე დატოვებდა ამ წუთისოფელს და

თალხით  მოსილი მეგობარი დაელოდებოდა მის აჩრდილს.

„... შენ ხარ ოკეანე, აბობოქრებული,

ამასთანავე შენ ხარ ჯებირი,

შლეგი ტალღების შემკეტველი

რვალის კლიტულში.

შენში ღრეობდა დიონისო

და აწ აპოლონ უკრავს შენში

ღვთაებრივ ჰანგებს.

ობლის სამარხზე აკვნესებული

საროზე შენ ხარ მგლოვიარე,

ხსოვნას გიშხამავს საფლავების ჩამოღამება,

და აკლდამასთან თალხით მოსილი,

ვითარ აქილევს ელოდები მეგობრის აჩრდილს.“

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, კოსტავა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა

საგალობლებს, მისი ეს დამოკიდებულება ლექსებშიაც აისახა.

„ ვერ  ამოვიკრავთ პირს, ვინაიდან

წილად გვერგუნა ღმერთების ენა

გიგალობთ, რადგან დასაბამიდან

ყოველი არსი გიგალობს შენა.“

 

მ. კოსტავას ადრეული ასაკიდანვე არ ავენებდა საქართველოს

დამოუკიდებლობაზე ფიქრი, იგი არაერთგან აღნიშნავს, რომ განუზომლად

დიდია იმ პრინციპების ღირებულება, რისთვისაც საქართველომ სისხლი

გაიღო, საქართველო ღირსია თავისუფლებისა! დასაბამითგან შემოქმედის

მიზანს თავისუფალი ადამიანი წარმოადგენდა, თავისუფლების იდეას იგი

ღმერთის გზამდე მიჰყავს, ორივეს ერთად კი სიყვარულის ყოვლისშემძლე–

ობის აღიარებამდე.

„მზე გადაიხარა...

მოშუღართა იქნება შერიგება

შურისძიების არცერთი მისხალი,

არცერთი არიდება!

ჩადგება ქარიშხალი

დარჩება...

მხოლოდ გარინდება.

ყოველი საწყისი სასრულს ჩაბარდება

შეწყდება სიკვდილი, შეწყდება დაბადება.

ცდომილთა დუნე სიარული

ყოველივე,

სიბრძნეც კი განქარდება

დარჩება...

მხოლოდ სიყვარული! ’’

 

რაც შეეხება რწმენას. კომუნისტური ათეისტური რეჟიმის პირობებში მ.

კოსტავა ეცნობა რელიგიუ–თეოლოგიურ ლიტერატურას და აქტიურად

ესწრება წირვა–ლოცვებს.

„ შენ გევედრები ვინმე გლახაკი,

ვინმე დევნილი სიმართლისათვის,

თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი,

ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის.

... და დაფარული თუ გაცხადდების

იმ პირველ სიტყვის მადლით მთოვარო,

ღირსმყავი შენი გამოცხადების

დამბადებელო და მაცხოვარო.

იმედი იგი ყოვლის მძლეველი

მეოხად ჩვენდა შენგან ისახვის

რადგან კაცისთვის შეუძლებელი

შესაძლებელი არის ღვთისათვის.

ჭეშმარიტების მიჯნურთა მწდეო,

ბჭეთა დახშულთა ლოცვავ ფარულო,

მარადი მამის მარადო ძეო,

რწმენავ, იმედო, და სიხარულო“

 

მერაბ კოსტავა ქართველებს ქრისტეს გზისკენ მოუწოდებს . „მაშ ისევ ქრის–

ტიანული სარწმუნოებისკენ მოვუწოდოთ ერთიან საქართველოს, თორემ

უღმერთოების მესვეურებს, დიდი ილია რომ არ დაინდეს არც საქართვე–

ლოს ხელყოფაზე აუკანკალდებათ ხელი.“

,,მოყვასისა და ერის მსახურებად აღგვმართე უფალო და ნურც მიგვატოვებ

განსაცდელში ქრისტე მაცხოვარო...“

 

მერაბ კოსტავა თვლის, რომ: „სულის უკვდავების იდეა იყო და მარად დარ–

ჩება ქართველი ხალხის ქვაკუთხედურ იდეად.“

„ჭეშმარიტი ოპტიმიზმის ერთადერთი რეალური საწინდარი მხოლოდ სუ–

ლის უკვდავების იდეაა.“

„სულის უკვდავების იდეის გარეშე ნებისმიერი ინტერნაციონალური თუ

ეროვნული იდეა მოუმწიფებელი და არასიღრმისეულია, ანუ ყალბია და

მავნე.“ ფილოსოფიურ თხზულებებში ავტორი მკაფიოდ ასაბუთებს სულის

უკვდავებას. იგივე აზრის მატარებელია პოეტის ლექსებიც.

„ვერაფერმა განაქარვოს

ხსოვნა გარდასულისა,

საიქიოც, სააქაოც’

სუნთქვა არის სულისა.“

 

უკვდავ სულს აუცილებლად სჭირდება იმედი, სასო, რომელის ადამიანის

ცნობიერებაში ღმერთად აისახება. ამას ასახავს პოეტის ლექსები: „იქ თავ–

განწირვა გაგიღებს კარებს“ და ,,სულო დაიცა“.

„არსთა გამრიგემ არ გაიმეტოს

ვინც სამყაროთა თვალის ჩინია,

ადამიანო, შენდა იმედად

ღაღადება სიტყვა, ნუ გეშინია!

ფათერაკს გვერდით გადაუდექი,

მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,

ადამიანო, იყავ უდრეკი,

 იყავ უშიში, ვითარ უხორცო.

უტეხი რწმენით შენ არ შეწყდები,

დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,

სად თანაგრძნობა ვერას გახდება

იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.“

 

„საით მიილტვი, სულო, დაიცა,

სულო მბორგავო, შესდექ!

ცხრა კართაგენი თუნდაც დაეცეს

უნდა ელოდო შემდეგს.

ჰა, გარიჟრაჟმა ცეცხლი დაგინთო,

აღდგომა კვირის დამდეგს,

ხამს სინანულის ზღვაში ჩაყვინთო,

მოკვდი და მკვდრეთით აღსდექ!“

 

1997წ. 7 აპრილს ანტისაბჭოთა პროპაგანდის საბაბით მ. კოსტავა და ზ.

გამსახურდია გადაასახლეს. გადასახლების პერიოდში კოსტავა კვლავ

აგრძელებს ლექსების წერას.

„სული ნაკუწებად ნაკეპი

ჭმუნვის ულეველი მიზეზი,

ფიქრები–წამახული ჭანგები,

სახეზე აკრული გისოსი.

... ელი ჩასაფრებულ იქედნეს

უმზეო ცით გადამეხილი,

გამწლეულ სხეულის ყრუ კედლებს

აწყდები ცოფიან ვეფხვივით.

თავი ჭაღარით გადიღება,

საკანის ბედკრულო მეინახევ,

შენს სასჯელს თავზე ავიღებდი

ოღონდ ამ ტანჯვაში არ მენახე. „

 

1987 წ. მარტში მერაბი და ზვიადი შეახვედრეს გამომძიებლის კაბინეტში,

სადაც შედგა მათი „პოეტური დუელი“. მეგობრები ერთმანეთს უკითხავ–

დნენ საკანში დაწერილ ლექსებს. „დაპირისპირება“ პოეზიის საღამოდ

გადაიქცა, რომლის აუდიტორიასაც გამომძიებლები წარმოადგენდნენ.

ისინი ღიმილმორეულნი აღნიშნავდნენ, დაპირისპირებისას პარიმრები

ერთმანეთს ლანძღავენ, საცემრად და ზოგჯერ მოსაკლავადაც იწევენ, ესენი

კი ლექსებს კითხულობენო. იხსენებს ზვიად გამსახურდია.

1980 წ. კოსტავა გადაასახლეს ირკუტსკის ოლქში. აქ მან უარი განაცხადა

დამამცირებელ სამუშაოზე და პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა. შიმ–

შილობის მერვე თვეს კი დაწერა პოემა „შიმშილობა“

 „შიმშილის განცდა მწვავეა ფრიად,

ვით სიცოცხლეზე აღმართვა ხელის,

გვამში გეღვრება ვით ცხელი ტყვია,

თავს დაგტრიალებს სიკვდილის ცელი.

...როს შიმშილობა ბოლომდე განდობს

საიდულოთა დიდტა სიკეთეს,

იგრძნობ ტოლსტოიმ, შამილმა, განდიმ

ხორცის მიღება რად აღიკვეთეს.

...წევხარ რატომღაც არ მოდის რული,

წევხდარ გამხდარი და გალეული,

აქეთ ნახევრად ამოხდილ სულით,

იქით ერთთავად ჩონჩხად ქცეული.

....უფალო, ღირსმყავ ჩემი ერისთვის

არ შევეგუო ხვედრის სიმძიმეს,

აქ გამოვლილი სატანჯველისთვის

იქაურ ტანჯვას ნუ შემიმცირებ.“

 

პოემაში ნათლადაა ასახული ნაშიმშილები სხეულის მძიმე მდგომარეობა,

თუმცა იგივე არ ითქმის სულზე, რომელიც კვლავ ძლიერია, იმედითაა

აღსავსე და უკვდავების იდეითაა შეპყრობილი.

 ეროვნული გმირის ნებისყოფა ვერ გატეხა ვერც ისეთმა პირადმა ტრაგედი–

ამ, როგორიცაა შვილის გარდაცვალება. შიმშილობის დროს მერაბმა შეიტყო

ირაკლის თვითმკვლელობის შესახებ და სულიერი განცდები შემდეგ სტრი–

ქონებში ასახა:

„არა, წუწუნი აქ არ გაისმა,

რამეთუ ჰფლობდი სიღრმეს გაუმხელს,

თავი მოიკალ, როგორც კაისტმა

ვერთერულ განცდებს ვეღარ წაუხველ.

ვერც მოგეფერე, ვერც დაგიტირე,

ჭირსა შიგან მყოფს ეს რა მიყავი,

იმ დაწყევლილ დღეს მე სასიკვდილე

ვაგლახ შენ გვერდით რომ არ ვიყავი.

თუმც მე აქავარ სოფლად შთენილი,

შენ კი სულეთში, იქ ზესთასოფლად,

ხარ შენი ნებით გარდავლენილი,

თავს ნუ ვიგულვებთ, ირაკლი, ობლად.

ცხადად ერთურთს თუ არ მოველანდოთ

და ურწმუნობას ავუგოთ წესი,

ჩვენ უნდა შევხვდეთ ჩემ სიკვდილამდე,

ვით ლაერტის ძე და აქილევსი.

რომ შევამტკიცოთ იქით სოფელი

მზით ნათელღებულ შუაღამეში

ჩვენ უნდა შევხვდეთ უცილობელად,

როგორც ენქიდუ და გილგამეში.

 

გადასახლებიდან დაბრუნებულმა მ.კოსტავამ გაარგძელა აქტიური პოლი–

ტიკური საქმიანობა და მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნულ–განმათა–

ვისუფლებელი მოძრაობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, 1989 წლის 13

ოქტომბერს მერაბ კოსტავა დაიღუპა. საქართველომ გულწფრელი ცრემ–

ლით დაიტირა ეროვნული გმირი.

მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ ორი პრემია მიენიჭა, პუბლიცის–

ტური წერილებისთვის და დავით აღმაშენებლის პრემია _ ლექსების

კრებულისთვის.

თავისი ცხოვრებისეული კრედო პოეტმა მერაბ კოსტავამ შემდეგ სტრიქო–

ნებში ჩააქსოვა:

„ წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად

მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,

ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,

შემდეგ ეს მიწა და საქართველო.“

 

სიცოცხლის ბოლომდე თავისი პრინციპების ერთგული და საქართველოს

დამოუკიდებლობაზე მეოცნებედ დარჩა მერაბ კოსტავა. რაც მთავარია, იგი

მხოლოდ ოცნებით არ შემოიფარგლა და მან ქმედითი ნაბიჯები გადადგა

ეროვნული მიზნისაკენ. ყველაფერი კი 26 მაისს, საქართველოს დამოუკი–

დებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

 

სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან დიდი მამულიშვი–

ლი, ფილოსოფოსი, მუსიკოსი და პოეტი. უდრეკი ნებისყოფის ეროვნული

გმირი. არ დაგავამეტებ თუ ვიტყვი: „ უშიში, ვითარცა უხორცო, მახვილი

მესიისა, მერაბ კოსტავა!“

 

                                                                                                     თამარ შარაშენიძე.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები