ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი Mariami Popkhadze

რა არის სეკულარიზაცია და რაში გვიჭრიდება ის

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

რა არის სეკულარიზაცია

 

აი რას გვეუბნება ''ვიკიპედია'' :

 1. ,, სეკულარიზმი. ერთი მხრივ, მოუწოდებს სარწმუნოების თავისუფლებას, უფრო ზუსტად, მთავრობის მიერ ხალხზე რელიგიის თავსმოხვევისგან თავისუფლებას, სახელმწიფოში, რომელიც ნეიტრალურია სარწმუნოების საკითხების მიმართ და არ აძლევს პირივილეგიას და ასევე ფინანსურ დახმარებას არ უწევს არც ერთ რელიგიას.''

 2. ,, სეკულარიზმი, სხვა გაგებით, მიუთითებს რწმენაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა და გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პოლიტიკური, დამყარებულია ფაქტზე და რეალობაზე და არა რაიმე რელიგიურ რწმენაზე. მაშინ, როდესაც რელიგიები დაფუძვნებულია აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე ან ღვთის კანონზე, სეკულარული კანონი ემყარება გონებრივ განსჯას, რომელიც განმანათლებლობის ეპოქაში განვითარდა. სეკულარისტები მიიჩნევენ, რომ ყველა სახის საქმიანობა, რომელიც პირად სფეროს სცილდება უნდა იყოს სეკულარული, ანუ არარელიგიური.''

ახლა კი გადავხედოთ ქრისტიანულ ლექსიკონს:

,, სამყაროს იმანენტისტური ხედვა, რომელიც ვარაოდობს რელიგიის გაქრობას და გამორიცხავს ღმერთისა და ტრანსცენდენტულისადმი მიმართების ნებისმიერ ფორმას; რეალურად მიიჩნევს მხოლოდ ხილული სამყაროს, შესაბამისად, სეკულარისტული მსოფლმხედველობისათვის სრულიად უცხოა ღმრთისა და სულის განზომილება.

ძალიან ადვილია ამ ორი განმარტებისას წაკითხვისას ადამიანი დაიბნეს და რეალურად ვერ მიხვდეს რა არის სეკულარიზაცია და ზოგადად მისი არსი. რელიგიური ადამიანი მას მაშინვე დაგმობს და მის მომხრეებს უღმერთოებად შერაცხავს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ თანმიმდევრულად განვიხილოთ ეს თემა.

 

 

სეკულარიზაციის გიგი ზედანიასა და მამუკა ბერიაშვილისეული განმარტება

 

            ,, სეკულარიზაცია, ანუ გასაეროება, როგორც ცნება, თავის თავში მოიცავს იმ ფენომენებს (საგნებს), რომლებიც მისი ცნების არსს შეადგენენ - რელიგიას და სახელმწიფოს, ბოლო, მეორე მხრივ, როგორც ხდომილება, როგორც პროცესი მისი განხორციელების სფეროები სწორედ რელიგია და სახელმწიფოა. იმავდროულად, რელიგიისა და სახელმწიფოს განვითარების გარკვეულ ეტაპზე სეკულარიზაციის პროცესი მათ ურთიერთმიმართების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

            ტერმინი ''სეკულარიზაცია'' თავდაპირველად, როგორც terminius technicus, გამოიყენებოდა კანინიკურ და სახელმწიფო-საეკლესიო სამართალში. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მან განსაკუთრებული სემანტიკური განვრცობა განიცადა და პირველად დამკვიდრდა სამართლებრივ პოლიტიკურ სფეროში, შემდგომ მას დაეთმო ადგილი ისტორიის ფილოსოფისი, ფილოსოფიის ისტორიასა და ტეოლოგიის ისტორიაში, ხოლო, საბოლოოდ, დიდი გამოყენება პოვა ეთიკასა და სოციოლოგიაში. განსაკუთრებით ამ უკანასკნელში სეკულარიზაციამ იმდენად დიდი ადგილი დაიმკვიდრა, რომ ლუმანი წერდა: '' კონტის დროიდან სეკულარიზაცია სოციოლოგიისთვის თემაა, რომლითაც ის თვით თავისი თავს თანაგულისხმობს.'' '' (მამუკა ბერიაშვილი)

            ,, კანონიკურ სამართალში ''სეკულარიზაცია'' აღნიშნავდა სასულიერო პირის საერო სტატუსში დაბრუნებას. ამის შემდეგ ტერმინმა შეიძინა მნიშვნელობა, რომლითაც აღინიშნებოდა საეკლესიო ქონების საერო ხელისფლებისათვის გადაცემა; ტერმინის ეს ცვლილება მეტ-ნაკლებად ემთხვევა 1648 წელს ვესფალიის ზავის შედეგად გაჩენილ სახელმწიფოთა თანამედროვე სისტემის წარმოშობას. შესაბამისად, ტერმინის ამ ახალი, პოლიტიკურ-იურიდიული მნიშვნელობით ხდება ეკლესიის ძალაუფლების შეზღუდვისა და საერო ხელისუფლების მონოპოლიის პროცესების ინვოცირება''.

            მაგრამ სეკულარიზაციის ცნება მალე ამ პოლიტიკურ-იურიდიულ მნიშვნელობის ფარგლებს გარეთაც გავა და იქცევა ფილოსოფიურ-ისტორიულ კატეგორიად, რომლის საფუძველზეც საბოლოოდ მისი სოციოლოგიური ოპერაციონალიზაციის მცდელობას ექნება ადგილი''. (გიგი ზედანია)

 

            იმისათვის, რომ საკვლევ თემას ბოლომდე ჩავუღრმავდეთ უპრიანი იქნება მის გარშემო, შეძლებისდაგვარად, ყველა ის ძირითადი შეკითხვა განვიხილოთ, რაც შეიძლება თემის განხილვისას გარშემო გაჩნდეს.

 

            როგორც მამუკა ბერიაშვილის ''სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის''-ში ვკითხულობს, არსებობდა მოსაზრება, რომ ტერმინი პირველად 1646 წელს იქნა გამოყენებული, თუმცა იქვე ვკითხულობთ, ეს ტერმინი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეს იქნა გამოყენებული. როგორც ვიცით მეცნიერები უმეტესად ალბათობის თეორიას ეყრდნობიან და არ არის გამორიცხული ამ ტერმინის წარმომავლობა უფრო მეტ წელს ითვლიდეს ვიდრე ოფიციალურად არის ცნობილი.

            მე-19 საუკუნეში სეკულარიზაცია განხილული იყო, როგორც ეკლესიის  დაკნინება, საგულისხმოა რომ ის არასდროს განხილულა, როგორც რელიგიასთან დაუკავშირებელი რამ. მსოფლიოს განვითარებასა და დემოკრატიის პრინციპების ჰეგემონიზაციის შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში ეს გათავისებულია და არ იწვევს მძაფრ დაპირისპირებებსა და პოლემიკას. ისეთ ქვეყნებში კი სადაც სეკულარიზაციის ცნებას დააგვიანდა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა მის ავ-კარგობის შესახებ. ასეთი ქვეყნები ძირითადად განვითარებადი სახელმწიფოებია, როგორიც საქართველოა.

 

 

სეკულარიზაციის ბუნების საყურადღებო მნიშვნელობათა

გამოყოფა (გიგი ზედანიას მიხედვით)

გიგი ზედანია სეკულარიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ცნებებად გამოყოფს - დიფერენცაციას, პრივატიზაციასა და რელიგიის მნიშვნელობის დაკნინებას.

 

            1) დიფერენცაცია - ეს არის პროცესი რომლის შედეგადაც რელიგია კარგავს სხვადასხვა საზოგადოებრი სფეროებზე გავლენას. იქნება ეს პოლიტიკა, ხელოვნება თუ მეცნიერება.

            ადვილი წარმოსადგენია რამდენად წინააღმდეგი იქნებოდა კათოლიკური ეკლესია  სეკულარიზმის. ვინც ისტორიაში ცოტა მაინც ერკვევა იცის თუ რა გავლენა ჰქონდა კათოლიკურ ეკლესიას საზოგადოებრივ სფეროზე და მითუმეტეს პოლიტიკაზე. იყო შემთხვევები, რომდესაც პოლიტიკა პირდაპირი მნიშვნელობით ეკლეესის მიერ იმართებოდა.

             ეს თემა ყოველთვის მტკივნეული და მნიშვნელოვანი იყო მმართველებისათვის. შორს, რომ არ წავიდეთ გავიხსენოთ ვახტანგ გორგასალი. მისი წარმატებულად გატარებული ეკლესიასთან დაკავშირებული რეფორმები. მართალია მემატიანებ ეს პროცეში აღწერა, როგორც ეკლესიის გასუფთავება მანკიერი მმართველისაგან, მაგრამ ჩემთვის, როგორც მომავალი პოლიტოლოგისთვის ეს იყო პროცესი, რომელიც თანამედროვე სეკულარიზაციის ელემენტებს შეიცავდა.

            აქვე შეიძლება გაგვახსენდნენ მონარქები, რომელთა მრჩევლებიც სასულიერო პირები იყვნენ, ეს უკანასკნელნი იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობებს. ეს იყო არაჩვეულებრივი გზა ეკლესიის გასაკონტროლებლად. არც ერთ მმართველისთვისა და პოლიტიკოსისთვის არ იქნება მისაღები ეკლესიის მხრიდან პოლიტიკის გაკონტროლება ან თუნდაც მცდელობა. რელიგია და პოლიტიკა ორი განსხვავებული სფეროა და მათი ურთიერთ კავშირი დემოკრატიულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.

 

            2) პრივატიზაცია - ,, როდესაც ამ დიფერენცაციის შედეგად რელიგია ადამიანის პირად საქმედ იქცევა და არა კოლექტიური ცხოვრების აუცილებელ პირობად''.

            რელიგია არის პრივატული სივრცე, ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს საკუთარი რწმენიდან გამომდინარე. პირი რომელიც არ დადის ყოველკვირეულ ლოცვაზე ნამდვილად არ დაიწვება ჯოჯხეთის ცეცხლში.

            ,,არ არის ძალადობა რელიგიაში'' , ასეთი სახის მესიჯები ყველა რელიგიურ მრწამსში გვხვდება. ეს სიტყვები ისლამში გაშიფრული იქნა, რომ სხვა რელიგიის მქონე ადამიანს არ უნდა დააძალო მიიღოს ისლამი. არსობრივად კი მისი გაშიფრვა მრავალმხრივ შეიძლება. პირველ რიგში კი, ადამიანი არ უნდა აიძულო ირწმუნოს, არ უნდა დაავალდებულო იცხოვროს რელიგიური კანონების მიხედვით. ღმერთმა ხომ ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. სწორედ ამ არჩევანის თავისუფლებაზეა , არაპირდაპირ, საუბარი დოსტოევსკის ''ძმები კარამაზოვებ''- ში. თუ სადაა ზღვარი საკუთარი თავისუფლებიდან სხვის თავისუფლებამდე და რა თქმა უნდა ,, ჩემი თავისუფლება მთავრდება ის სადაც იწყება სხვისი ტავისუფლება''.

 

            3) რელიგიის მნიშვნელობის დაკნინება - ,,ეს უკანასკნელი წინა ორი პროცესის ლოგიკურ შედეგად წარმოჩინდება ხოლმე თანამედროვე საზოგადოებაში''.

 

            სწორედ ეს არის სეკულარიზმის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი. ვითომდა ეს პროცესი ღმერთს და რწმენას ართმევდეს ადამიანებს.  ის რომ საზოგადოებაში რელიგიის როლი მნიშვნელოვანი ნათელია. სეკულარულ ქვეყნებში ადამიანები ქორწინდებიან რელიგიური წესის მიხედვით, ნათლავენ შვილებს, ესწრებიან საკვირაო წირვას და ცხოვრობენ რელიგიურად. არც ერთი სახელმწიფოს კანონი არ კრძალავს რელიგიას, პირიქით ყველა ქვეყნის კონსტიტუცია არეგულიერებს ამ სფეროს და აღნიშნულია, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება.

            თუმცა არსებობს თეორიები, რომლებიც მესამე კონცეფციის შენარჩუნებას ცდილობენ და  არგუმენტად ემპირიული კვლევის მასალებს დებენ. ასეთია რონალდ ინგლჰარტსის.

            ის ეყრდნობა რაოდენობრივი კვლევებით მიღებულ შედეგებს, რის მიხედვითაც, საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც სეკულარულ-რაციონალური ღირებულებებია მიღებული,არ არის მნიშვნელოვანი აბსოლიტური ნორმები და ტრადიციული ოჯახური ღირებულებები, ისინი ასევე არ აღიარებენ მნიშვნელოვნად ავტორიტეტის პატივისცემას. ტრადიციული საზოგადოება კი საპირისპირო დამოკიდებულებას ავლენს.

 

დასკვნა

 

            ,,სიტყვა ,,რელიგია'' მომდინარეობს წინაქრისტიანული ხანიდან, მაგრამ ადრეული პერიოდიდანვე იქცა ქრისტიანული ენის წილად. სიტყვა religere ( ,,მოწიწებით პატივისცემა'' ) ,, რელიგია'' ნიშნავს მოკრძალებითა და სიფრთხილით მოეკიდო წმინდას (minose), ზებუნებრივი ძალის მქონე არსებას, ყოველივე ამქვენიურისგან (profane) განსხვავებით.''

            ,, სხვა მნიშვნელობით, religio არის ადმაიანების შიშნარევი დამოკიდებულება წმინდა არსებისადმი. ეს არის კეთილმორწმუნის შიში, რათა რაიმეთი არ შეურაცხჰყოს ღვთაებრივი არსება(ნი). აქედან გამომდინარე ზედსართავმა სახელმა ,,რელიგიური'' - ,,მორჩილის, ღვთისმოშიშის'' მნიშვნელობა მიიღო''.

            ,, ამ უკანასკნელი მნიშვნელობით მიითვისა ქრისტიანულმა სამყარომაც სიტყვა ,,რელიგია''.

            რაც დედამიწაზე ადამინმა ფეხი დააბიჯა და დაიწყო აზროვნება მას მერე არსებობს რელიგია და ეს ჰომო საპიენსის განუყოფელი ნაწილია. თუნდაც გავიხსენოთ პრიმიტიული რელიგიები: შამანიზმი, ფეტიშიზმი, ანიმიზმი და ტოტემიზმი.

            ადამიანს ყოველთვის სჭირდებოდა რაიმე რასაც იწამებდა და იმედი ექნებოდა. ნაპოლეონის დამოკიდებულება რელიგიისადმი ასეთი იყო: ,,  საზოგადოება ვერ იარსებებს რელიგიის გარეშე, რადგან შეუძლებელია დაარწმუნო ადამიანი, რომელიც შიმშილით კვდება, მაშინ, როცა სხვა მის გვერდით ფუფუნებაში ცხოვრობს, შეეგუოს ამ უსამართლობას, თუ არ იარსებებს ავტორიტეტი, რომელიც ეტყვის: ,, ღმერთმა ინება ასე, რომ ამქვეყნად მდიდრები და ღარიბები არსებობენ, სამაგიეროდ, იმქვეყნად გელით ცხონება... მე რელიგიაში ღვთიური განსახიერების საიდუმლოს კი არა, საზოგადოებრივი წყობის საიდუმლოს ვხედავ''.

            არსებობს ძალიან ბევრი რელიგიური მიმდინარეობა, იუდაიზმი, ისლამი, ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი, სინტოიზმი, დაოიზმი, ზოროასტრიზმი და კონფუციანობამ, სხვა დანარჩენი რელიგიები კი მათი განშტოებებია.

            რელიგიურმა პლურალიზმმა ადამიანის გაჩენისთანავე დაიწყო არსებობა და დღესაც არსებობს, ეს გარდაუვალიც არის. სხვა და სხვა ქვეყანაში კონკრეტული რელიგიური უმრავლესობაა, რომლებსაც რელიგიურ უმცირესობებთან უწევთ თანაცხოვრება. ყოვლად მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეშიც კი მიმდინარეობს რელიგიური ნიშნით ადამინების დისკრიმინაცია და მეტიც, მათი ხოცვა.

            მართალია საქრთველოში არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონსტიტუციაზე რომ აღარ ვისაუბროთ, მაგრამ რელიგიური უმცირესობების უფლებები მაინც ირღვევა.

            რაში გვჭირდება სეკულარიზმი? სწორედ რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. პირველ რიგში კი უნდა მოხდეს პოლიტიკისა და რელიგიის განზოგადება.

            რელიგია პრივატული სივრცეა, ეკლესია კი მისი განხორციელების გარანტია, ის არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საკითხებში. სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში საეკლესიო პირები არ უნდა მიდიოდნენ  და პარლამენტარებთან განიხილავდნენ კანონპროექტებს. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუციების დაკნინება.

            სეკულარიზმის მეშვეობით შეწყდება რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია. ადამიანები ისწავლიან სხვისი პირადი სივრცის პატივისცემას და მათთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქრისტიანობა, იუდაზმი და ისლამიც აბრაამისტული რელიგიებია და ჩვენი მრწამსის ფუძე ერთია (იდენტურია).

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უაქციზო არყის რეალიზაციისთვის მეწარმე დააკავეს

კომენტარები