ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ზურაბ ოდილავაძე

ბრატ, ბილეთები გაიყიდება!

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კოდექსა: გილოცავ, ბრატ, 12- ში ბილეთები გაიყიდებაო!

გისოსა: კოდექსას გაუ! ჰო, გაასწორა მაგრად, პეტრიაშვილმა ,,კურიერში“,– ერთი პიროვნება, ერთი ,,აიდი ბარათი“, 4 ბილეთიო.

კოდექსა: პეტრიაშვილი, რომელია? პეტრიაშვილი ზვიადის დროს იყო, შე ჩემა, ფეხბურთის დირექტორი სიჭინავაა!

გისოსა: ააა, ჰო, სიჭინავა იქნებოდა, კი. პეტრი... სიჭინავამ, ნაღდიო, მთავრობაც ჩაერია – კალამ, ხადუმ და ნარმანკამ იბაზრეს. პეტრიაშვილმაც, შეკრება ვაკის პარკშიო და იქედან იქნება მსვლელობაო. ტურნიკეტები, რამე, განათება 200 ლუქსი, აზრზე ხარ!.. სალაროები და ძაღლები ოხრად... 22 ათასი ბილეთია.

კოდექსა: გისოს, ბრატ, რა ღირს?

გისოსა: რა, ,,დურმიშხანი“? პაკეტი – სტო.

კოდექსა: არა, შე ჩემა, რა მოგივიდა, ტო, ბილეთი! ფული მინდა გადმოგირიცხო.

გისოსა: სოროკ - პიისიატ ლარი, გამრავლებული ოთხზე, იტავო 200 დოლარი, რა...

კოდექსა: სულ განაგლდი, შე ჩემა, ოთხი რად გინდა?!

გისოსა: არა, მე კი ერთი ვარ, მაგრამ სამი ბილეთისას ,,ქიშვარდის“ ვიყიდიდი... დაგახვედრებ, ხო ჩამოდიხარ ზაფხულში... ისა, კიდე, ,,რესივერი“ არა მაქ, ტელევიზორს ვერ ვუყურებ, მარა ეგ არაფერი...

კოდექსა: იდი ნახუი, ტელევიზორი არც გჭირდება, ისედაც მაგრა ხარ გაყლევებული!

გისოსა: კაროჩე, პეტრიაშვილმა, ერთი პიროვნება, ერთი ,,აიდი ბარათი“, 4 ბილეთიო, რა!

კოდექსა: ბიჭო, შე ჩემა, სიჭინავაა, სი- ჭი- ნა- ვაა, ვააა!.. ვაუ, რა მაგრა გამომივიდა რითმაში, არაა? სი- ჭი- ნა- ვა – ვა-ვა- ვააა! მაგარია!

გისოსა: ბიჭო, კოდექს, ახლა რას ვფიქრობ: იყოს, სიჭინავა, რა ვქნა, მეშლება ხოლმე ვაა!.. პროსტა, გაჭედა, რა, ალბათ, ძაღლის გვარია... ჰო, მოკლედ, ეგ პეტრიაშვილია თუ სიჭინავამ კი იბაზრა, გაიყიდებაო, მარა, ხო იასნია, სალაროებს ისევ ოხრად ხალხი მიაწყდება, როგორც ,,ბილეთები- ჯიზე“ მოხდა...

კოდექსა: კანეშნა, აბა, რა, ამხელა სუპერთასია, მესი, ნეიმარი, რამე, აბა, როგორ გინდა?!

გისოსა: ჰო, მეც მაგისი მეშინია. უყურე! ათასობით ფანი... ბლომად ნაროდი, მეც რიგში... და ,,ბილეთები- ჯიმ“ ისევ, რო გაჭედოს, აზრზე ხარ, ტოო?! რავარია, ისედაც, რა ნუდნი ცხოვრებაა და კიდე ვირტუალში გაჭედვა, არ გინდა?.. რიგთან ერთად, თან, ამ სიცხეში! ხუი ევო ზნაეტ ესენი ყურს როდის გამოიბერტყავენ და ვაბჩე, გამომიშვებენ როო?.. მაგრა მეშინია ამ დაჭერის, რა!.. ის ,,ბილეთები- ჯის” უფროსიც, როჟაზე მაგრად არ მევასა, ამჟავებული მაწონივითაა... არც პეტრიაშვილია ბრედ პიტი, მარა მაინც უფრო სიმპატიჩნია – ჭაღარა, რამე... ყლეობებს კი ბაზრობს, ისე.

კოდექსა: ბიჭო, სი- ჭი- ნა-ა- ვააააა, რა გაატრაკე, რით ვერ დაიმახსოვრე, ვააა! სიჭინავაზე, რამე სიტყვა დაიმახსოვრე... მაგალითად, გაჭიმვა იყოს და გაგახსენდება, რა... ისე, ეგ მართლა აპასნია, ხო იცი!..

გისოსა: რა, სიჭინავა?.. თუ გაჭიმვა?

კოდექსა: არა, ბლიად, მართლა, რო გაიჭედო! ჩამოვალ და შენ არ დამხვდები, მერე რა ვქნა?! ხუი ევო ზნაეტ, როდის გამოგიყვანენ რიგიდან... ისა, და გასაღები მაინც პალავიკის ქვეშ დატოვე... ან რავი, ვაბშე მიადე მაგ ბილეთებს , აპასნია.

გისოსა: ჰოო, ვირტუალში გაჭედვა გატეხავს – ბარიგა უნდა ვნახო, მერე ბათუმში მიდის, ზაფხულის ,,ქიშვარდის“ გარეშე გატანა, არ გინდა! ისე, ვირტუალურ რიგში გაასწორებს – არც ძაღლები ირბენენ და თან ხო იასნია, ,,ბარსაც“ ჩვენ მხარეს გაიჭედება და ფეხბურთსაც იქ ვნახააავ!

კოდექსა: ფეხბურთი კაია, მაგრამ ,,დურმიშხანია“ ასნავნოი! ზაფხულში სუხოიზე არ დარჩე, ფრთხილად იყავი, ჩემ იმედზეც არ იყო... საბერძნეთში ფულის ბაზარი იკეტება, კრიზისია... ანგელას დედას, რო შევეცი, ალალი გულით!..

გისოსა: კაროჩე, ვნახოთ, რა, მართლა არ ღირს ამათ ხელში ფუტბოლზე წასვლა. კოდექს, ასიანი ხარ – ,,ქიშვარდია“ – ,,ასნავნოი ელემენტი“, ფეხბურთის დედა არ მოვტ...ნ! ბიჭო, რაა იცი, ოთახში მგონი ვიღაც დატასაობს... ვეფხვი ჩემთან ხო არ იმალება, ეს ბოზი?! ისე, პაკეტს უცებ კი აკლდება... ეეე, ეს ხო არ მპარავს პლანს, ეს განდონი?!

კოდექსა: არ გინდა, ბიჭო, მაგ სიტყვას ნუ იძახი, დავიწვებით! რამდენჯერ გითხრა, ტოო?! აბა, მკვდარი იპოვნესო?!

გისოსა: ააა, გამახსენდა, მართალი ხარ, ალბათ, მაგიტომ არ ბღავის, მკვდარია... უფ, ,,ლიოტონი“ უნდა წავისვა, თავი მაქვს ერთი ტონა!.. მაიცა, აბა, პლანს ვინ მპარავს?

კოდექსა: არ გინდა-თქო, ბიჭო, ნუ ამბობ, ამწუთას, რა გითხარი, დავიწვებით, ტო! თავი პრი ჩომ, ,,ლიოტონი“ ფეხებისაა, შე ყლეო!

გისოსა: ფეხებისაა, ჰო, მაგრამ სიმძიმეს ხომ ხსნის და თავზეც მიდის, რა, ვაა!

კოდექსა: ააა, ეგ კაი მოგიფირებია, მეც ვიხმარ ხო იცი! სად ისვამ შუბლზე თუ თმებზეც?

გისოსა: არა, ტო, შე გოიმო, თმებზე არა ისა კიდე!.. ჰე- ჰე-ჰე... ბიჭო, შენ ჩემზე ამბობ, მაგრად არისო, არა? ჰე-ჰე, სახეზე წყალი შეისხი, ბრატ. შე გოიმო, საფეთქლებს ვიზილავ ,,ლიოტონით“ – ჩერეზ ძვალი ტვინში ადის და ამჩატებს, ეგ მეხანიზმია, რაა! წავედი, კოდექს, ბილეთებზე ვიფიქრებ, ვირტუალში არ გამჭედონ, ამ ბოზებმა...

კოდექსა: ძაღლების რაზე გეშინია, ლეგალიზაცია ხო მიიღეს?

გისოსა: ლეგალიზაცია, რა ვიი, აბა... აქ ხო იცი, ძაღლი ძაღლია, სუ აპასნია. ის ,,ბილეთები-ჯის“ ,,მაწონაც“, მაგრა არ მევასება, ასიანი შეკრულია!

კოდექსა: სახში იჯექი, ბეზაპასნია უფრო. იმ ,,ლიოტონს“ ასიანი დავიადებ, აი!.. ცხელა, თმები მაინც უნდა გადავიპარსო და თავზეც წავისვამ, უფრო გაჭრის... ბოიშვილი ვიყო, გასკდა თავი! კაი, ბრატ, წავედი, ს ბოგამ...

ტუუუ ტუუუ ტუუუუუ

ზურა ოდილავაძე... წელი კი მახსოვს – 200015-ა... ეეეე, ისა და, რა თვეა? სიცხე კია, ზნაჩიტ მინიმუმ ივნისია, მაქსიმუმ აგვისტო იქნება... ნუ, ჰა- ჰა სექტემბრის დასაწყისი... თუმცა, რაზე ვწვალობ, მკითხველს თავისით ეცოდინება და ეგაა, რა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები