ტაბლოგი თავისუფალი სივრცე
ავტორი ანონიმი2

მე ვარ გეი, საქართველოდან

0 კომენტარი

ტაბულა არ აგებს პასუხს პოსტის შინაარსზე, ის შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

არაფერია იმაზე საშინელება რომ იყო ჰომოსექსუალი იმ ქვეყანაში სადაც მშვიდობიან აქციაზე, რომელზეც შენნაირების დაცვას და სიყვარულს მოითხოვენ, ხალხს ტაბურეტკებით დასდევენ, სიკვდილით ემუქრებიან, აგინებენ და შენ ამის მშვიდად ყურება გიწევს, ტელევიზორის მიღმა, მაშინ როდესაც გულში ცეცხლი გინთია და გინდა ხმა ამოიღო შენი უფლებების დასაცავად თუმცა 1 სიტყვის თქმაც კი გაშინებს.. გაშინებს იმიტომ რომ ხარ შენს თავში ჩაკეტილი, ნაკლებად თავდაჯერებული და გეშინია რომ შენი მშობლები შენზე რამეს იეჭვებენ ”ეს მგონი იმნაირიაო”. 

მე ვიაზრებ რომ ვერ ვიქნები საქართველოში ბედნიერი როცა ვიცი რომ ამდენი ადამიანია ჩემს წინააღმდეგ, საქართველოში ზედმეტია ბედნიერებაზე ლაპარაკი, ხალხს სურს რომ ჰომოსექსუალები გადაშენდნენ ან თვითონ მოგვკლან. შესაძლოა ბევრი არის იმდენად ძლიერი ადამიანი, და მიხარია მათი არსებობა, რომ ამხელა ზეწოლას გაუძლონ, მშობლებს და ნათესავებს ყველაფერი გაუმხილონ და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად მაინც ბედნიერად იცხოვრონ მაგრამ ძნელია ჩვეულებრივისი 18 წლის ბიჭისთვის იცხოვროს თავდაჯერებულად და ძლიერად როცა იცის რომ კაცობრიობის უმრავლესობა მის წინააღმდეგაა, მათ შორის მისი მშობლებიც, რომლებიც მას ვერასოდეს გაუგებენ. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები