ტაბლოგი თავისუფალი სივრცე

ელენ მურანი დაიცავით თქვენი შვილები თქვენგან

ვიბადებით! ჩვენი მშობლები გვზრდიან, ხოლო შემდგომ ჩვენ ვზრდით შვილებს. ბავშობაში არსებობს უამრავი წუთი, როცა გვიფიქრია, რომ ჩვენ შეცდომებს არ დავუშვებთ და არ დავემსგავსებით ჩვენ დედებს და მამებს. არ დავუშვებთ იმ შეცდომებს შვილებთან,რომლებიც ჩვენთაც შესცოდეს, თუმცა ვხვდებით მშობლები და გვაფიქრებს მხოლოდ ერთ რამ ავღზარდოთ შვილი.ჩვენ საზოგადოებაში იმატა ძალადობამ, სიცივემ და ადამიანთა უპატივცემულობამ...

0 კომენტარი

ლადო ჩალათაშვილი ქართული ელექტორალური პარადოქსები

წინა საარჩევნოდ, ვიდრე გარშემო ყველაზე აქტუალური განხილვადი თემა არჩევნები და მასში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ, ერთგვარ პატარა საველე გამოკვლევას ვატარებდი. ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არჩევნებზე აუცილებლად მიდიოდნენ, ვეკითხებოდი რას აფუძნებდნენ გადაწყვეტილებას. "ქართული ოცნების" ამომრჩეველის აბსულუტური უმრავლესობა "სისხლიანი ცხრა წლის" თემატიკითა და არგუმენტებით იყო აღჭურვილი...

0 კომენტარი

ლადო ჩალათაშვილი წერტილოვანი პროტესტის დრო დადგა!

არჩევნების ასეთი შედეგებით დასრულებისა და მისი ლეგიტიმურობის პირობებში, საჭიროა საზოგადოებამ შეიმუშავოს, აბსულუტური მმართველობისაგან ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი, რომელიც რა თქმა უდნა მასობრიობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ასეთი ხელისუფლების პირობებში, როგორიც 2016 წლის არჩევნების შედეგად მივიღეთ, მანამ, ვიდრე ძალაუფლების გემოს გაიგებდნენ მავანნი, კარგი იქნება რომ მოხდეს თემატური პროტესტების...

0 კომენტარი

merab khergiani ცოდვებს ვითვლიდი...

გუშინ წინ ჩემს ცოდვებს ვითვლიდი.ძაააალიან ბევრი დავთვალე, - რაც მოვასწარი.მაშინ ვთქვი - თუ ღმერთი არსებობს, ღმერთი ხომ იმ ცოდვებსაც დათვლის, რაც მე ვერ დავთვალე და კიდევ აღმომიჩენს მრავალს, რაც ცოდვად არ ჩავთვალე.ჰოდა, აღმოვჩნდები უშრეტ ცეცხლში.ამიტომ გადავწყვიტე განვთავისუფლდე ღვთის რწმენისგან, გავხდე ათეისტი და ამდენად ცოდვებსაც არავინ დამითვლის ღვთის წინაშე რომ წარვსდგები!მომბაძეთ, გახდით...

0 კომენტარი

ლელა-დადა ლაშხი ადამიანები ადამიანურად უნდა ცხოვრობდნენ!

ამ წამს დედაჩემი სკაიპში მეუბნება, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერაფრით მოიყვანს.მე ვპასუხობ, რომ მე ვიქნები მერცხალი, რომელსაც მთელი გულით უნდა გაზაფხულის მოსვლა დ ვიბრძოლებ ამისთვის ბოლომდე.არაფრით ვიქნები მერცხლების გუნდის ის რიგითი მერცხალი, რომელმაც იცის, რომ არაფრით უნდა იყოს პირველი, რადგან დანარჩენი მერცხლები ამის ნებას არ მიცემენ. რომ უნდა დაემორჩილოს მეთაურის დადგენილ უსამართლო წესებს...

0 კომენტარი

ნანინა ფარდა გაწიეთ და გამოიხედეთ

 უკვე მერამდენედ, ვიღვიძებ შიშით, რომ ერთ დღესაც შეიძლება ცოცხალ გვამთა სასაფლაოს საპატიო წევრი გავხდე. ზოგჯერ ბრაზშეპარული იმასაც ვფიქობ, რატომ დავიბადე სოფელში, სადაც გარემო იმდენად უმოძრაოა, რომ „ბირჟებზე“ მდგომი ადამიანებიც დიდი ხნის გახუნებულ დეკორაციას ჰგვანან. რატომ არ შეიძლებოდა დავბადებულიყავი თბილისში? ან სულაც ნიუორკში? იქ, სადაც ყველას სჯერა ამერიკული ოცნების. აქ კიდევ, ერთ კაცს...

0 კომენტარი

Mariam Kobakhidze მამულაშვილი მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებს ეხმაურება და რეფორმების შემუშავების პროცესში "20/30"-ის ჩართვას აანონსებს

საზოგადოება „20/30“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, მსოფლიო ბანკის კვლევას ეხმაურება და რეფორმების შემუშავების პროცესში საზოგადოება „20/30“-ის ჩართვას აანონსებს."მსოფლიო ბანკის  კვლევის ახალი მონაცემებით ჩვენი ქვეყანა ბიზნესის წარმოების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურდა. საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. ჩვენი ქვეყანა წარმატებულ...

0 კომენტარი

მიხეილ გაფრინდაშვილი ალხანა, ჩალხანა, თარხანა

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის, დავით თარხან-მოურავის ტრაგიკომიკური პერსონის გარშემო არსებული აჟიოტაჟი არა და არ ცხრება. რომელიმე პიროვნების საზოგადოების დაცინვის საგნად ქცევა არც პირველია და არც ეს უკანასკნელი იქნება უკანასკნელი. თუმცა ეს ამბავი ორი რამით არის ერთდროულად სასაცილოც და სევდისმომგვრელიც:პირველი იმით, რომ თავად პატივცემულ დავითს გულწრფელად...

0 კომენტარი

ზურაბ ოდილავაძე თანამედროვე ქართული ზღაპარი – ,,ოლიგარქის გირჩები“

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ერთ მოწყენილ სახელმწიფოში რუსი ოლიგარქი ცხოვრობდა. მას უამრავი ფული ჰქონდა და ამიტომ გირჩების ფხანით ერთობოდა. იფხანდა და იფხანდა, თუმცა მაგრად კი იღლებოდა...ერთხელაც მან გადაწყვიტა თავისი გირჩები პარლამენტში შემოეწყო. გადაწყვიტა და ,,მოახერხა“ კიდეც!ზოგი გირჩი სახელისუფლებო ფრაქციად დაადგინა, ზოგიც – შეურიგებელ ოპოზიციად, გირჩების ნაწილი კი,...

0 კომენტარი

merab khergiani ადამიანები "ყურმძიმენი" გავხდით...

ქრისტე ეზოთერული მოვლენაა. თუ ასე არ არ არის, მაშინ ის უნდა ვლინდებოდეს იმ შეგრძნებებში, რომლებიც ჩვეულებრივ ცნობიერებაში გაგვაჩნია. ბერი კი თვით ეზოთერულის ხსენებასაც გვიკრძალავს. ამიტომ რახან გვიკრძალავენ ეზოთერულს, ამდენად გვიკრძალავენ ქრისტესთან მისვლას და ამდენად ბერი გადაიქცა ძველი აღთქმის ნაწილად ანუ იმად, როგორადაც მოიხსენიებს მათ სახარება:"არც თვითონ შედიან და არც სხვას უშვებენ."...

0 კომენტარი

merab khergiani როდესაც...

როდესაც -ჩიტების სტვენა,გაზაფხულზე სიმწვანის გამოჩენა,შემოდგომით ტყის ფერისცვალება, სიამოვნებით სუნთქვას შეგიკრავს წამიერად,როდესაც -ბაყაყების ყიყინი,ყვავების ყრანტალი,უსიამოვნოდ კი არა,იდუმალების განცდად შემოიღვრება,- მაშინ ახლოს ხარ მედიტაციასთან.როდესაც მედიტაციაში ხარ,მაშინ ახლოს ხარ ღვთაებრივთან.

0 კომენტარი

ლადო ჩალათაშვილი დემარში ცივილიზებული სამყაროდან

რუსეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან იმატა ქმედებებმა, რომლებმაც ყველანაირი მოლოდინი გააქრო, იმისა რომ რუსეთი ცივილიზებული სამყაროს წევრად ჩამოყალიბებულიყო. ასეთი ნაბიჯები, პერიოდულად ზოგჯერ დაბალი ინტენსივობით იდგმებოდა, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი პროცესი აშკარად დაჩქარდა და ცივლიზებული სამყაროდან გასვლის უტყუარი ნიშანი გახდა უკრაინაში, ჰუმანიტარული კოლონების სამხედრო დანიშნულებით...

0 კომენტარი

გიგი თევზაძე ბორის აკუნინი - გაქცევა თვით-რეფლექსიისგან

ბორის აკუნინთან საჯარო შეხვედრაზე არ წავსულვარ. არც ფამუკთან შეხვერდაზე, სხვათა შორის: არ მიყვარს მწერლების live-ში მოსმენა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ, როგორც წესი, ასეთ შეხვედრებზე თვით-პრეზენტაციით ბევრად ჩამორჩებიან იმ სამყაროებს და გამოცდილებას, რომლის შექმნაშიც თავისი ტექსტებით მონაწილეობენ. გარდა ამისა, ბანალურ და საყოველთაო ფრაზებს ამბობენ. არა იმიტომ, რომ ბანალურები და საყოველთაო დისკურსის...

0 კომენტარი

მანანა თურმანიძე საქართველო და ქალთა უფლებები

   კაცობრიობის მიერ გამოგონილი ერთ–ერთი ყველაზე დიდი უზნეობა, ალბათ ქრისტეს მცნებების დამახინჯებული ინტერპრეტირებაა ძალადობის გასამართლებლად. როგორც ვიცით, ქრისტეს სწავლება ეფუძნება 10 მცნებას, რომლებიც ზოგადად ქრისტიანობის, და ცხადია, შესაბამისად მართლმადიდებლობის ძირითადი პოსტულატებია. ეს მცნებები სწორედ ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანურ ღირებულებებს ასახავს, როგორიც არის "არა კაც ჰკლა", რაც...

0 კომენტარი

ნანა ბაგალიშვილი გაჩერება არ შეიძლება

ძლიერი ფემინისტები სოფელში ცხოვრობენ. აქ ქალად დაბადება ნიშნავს, რომ თავისუფლება ჯერ ისევ მოსაპოვებელი გაქვს და წინ დიდი ბრძოლა გელის. ბრძოლა დაბადებისგან მიღებულ „ქალურ“ სტატუსებთან. თუკი, ერთი სხვანაირი გამოერიე ათას ერთნაირში, მით უმეტეს, მით უმეტეს, წასულია შენი საქმე, მით უმეტეს, დამარცხების გზას არ გიტოვებენ. გამბედაობის დიდი მუსკულები უნდა გამოისხა და თვითაღიარების გზას დაადგე. დაამტკიცო,...

0 კომენტარი