საუბარი რელიგიაზე

საუბარი რელიგიაზე: აღდგომა, წმიდა ცეცხლი და კათოლიკე ეკლესია

ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში პაპმა გრეგორი მეცხრემ აკრძალა კათოლიკეთა მონაწილეობა, მისივე თქმით, "სამარცხვინო თაღლითობასა და გაიძვერობაში" რომელსაც დღეს მრავალი "წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას" უწოდებს. კათოლიკეები თავად ასრულებენ სინათლის რიტუალს სააღდგომო ღვთისმსახურების წინ, თუმცა ცეცხლს ისინი არა სასწაულად, არამედ სიმბოლოდ განიხილავენ. მრავალი მიიჩნევს, რომ კათოლიკეები სიცრუეს ასწავლიან და ცეცხლის რიტუალიც ამას ადასტურებს - თუ ღმერთი მხოლოდ მართლმადიდებლებს ჩუქნის სასწაულს, თეოლოგიური დისკუსიები თითქოს საჭიროც აღარ არის. თითქოს ზეციურმა მამამ თავად მონიშნა, სად არიან მისი შვილები, სად არის მისი სიმართლე და სად არის მისი ერთადერთი ეკლესია. წელს კათოლიკეები, სხვა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღდგომას 5 აპრილს, იზეიმებენ. ხოლო იულიანურ კალენდარზე მყოფი ეკლესიები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ერთი კვირის შემდეგ, 12 აპრილს. დღეს ჩვენ აღდგომის დღესასწაულზე, ე.წ წმიდა ცეცხლზე დღესასწაულთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე სასაუბროდ, სტუმრად კათოლიკე მღვდელი, ეპისკოპალური ვიკარი, გაბრიელე ბრაგანტინი გვყავს.

კომენტარები