თეორემა

თეორემა: 9 აპრილიდან 9 აპრილამდე, ნაწილი I

აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე - ეს ის ადამიანები არიან, ვინც 9 აპრილს საბჭოთა არმიამ დახოცა.

ყველაფერი სამი კვირით ადრე, 18 მარტს დაიწყო, მაშინ, როდესაც მოსკოვის მხარდაჭერით ე. წ. ლიხნის ასამბლეა ჩატარდა და აფხაზებმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს. საპასუხო საპროტესტო მოძრაობა საქართველოს მრავალ წერტილში დაიწყო და პიკს 4 აპრილს, თბილისში მიაღწია - პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა უკვე არა აფხაზეთის საკითხს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდებოდა.

რა მანძილი გვაშორებს 26 წლის შემდეგ 9 აპრილის მიზანს - ამ თემაზე ვმსჯელობთ თეორემაში და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს მიმოვიხილავთ.

კომენტარები