რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ხელისუფლებას ვპირდები - ვიდრე რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ფეხქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება. ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს, რადგან ღუპავს ქვეყნის მომავალს, თავისუფალ სიტყვას, დემოკრატიას და იმ ხელისუფლებას, რომელსაც ემსახურება, იმიტომ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, როცა მან საკუთარი ხელით რუსთავი ორი დახურა. როგორ მოვიქცევით ჩვენ - ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება მხოლოდ ჩვენი დამსახურება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, თავისთავად ცხადია. და ხელისუფლებას ვპირდები - ვიდრე რუსთავი ორი დაიხურება, დაიხურებით თქვენ - ეს აუცილებლად ასე იქნება.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შპს ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღებაზე. ტელეკომპანია საქართველო რუსთავი ორის 51%-იანი წილის მფლობელია.

კომენტარები