ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ჟღენტი: წულუკიანის სტრასბურგში ჩასვლამ კიდევ უფრო უარყოფითი შედეგი გამოიწვია

ამ მობილიზაციამ, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის სტრასბურგში ჩასვლამ კიდევ უფრო უარყოფითი შედეგები გამოიწვია, რადგანაც ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ამაზე გავაფრთხილე 3 დღის წინ, როდესაც დამირეკეს და მაცნობეს. ვუთხარი - ნუ იზამთ, მხოლოდ უკუშედეგი ექნება-მეთქი. ეს სახეზეა. მე არ მჯერა, რომ სახელისუფლებო გუნდში, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, ერთი შედარებით გახსნილი გონების ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც ამის წინააღმდეგ წავიდოდა. ვინც ურჩევდა ქალბატონ იუსტიციის მინისტრს, არ წაბრძანებულიყო სტრასბურგში. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი წულუკიანი თავისი ნებით იქ არ წამოსულა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ არ იცოდა, რა შედეგები დადგებოდა მისი ჩამოსვლის შედეგად. ჩემი შეფასება ასეთია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა დააპირისპირონ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპელ კოლეგებს, შემდგომში აღმოვჩნდეთ ისეთ გარემოში, რომ "აი, ყველა გვაკრიტიკებს, საქართველო არ მოსწონთ" და, ჩემი აზრით, ბოლოს აღმოვჩნდებით იქ, სადაც ხელისუფლების გარკვეულ შტოებს უნდათ, ვგულისხმობ ევრაზიულ კავშირს.

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობს, სადაც საქართველო გაკრიტიკებულია წინასწარი პატიმრობების ბოროტად გამოყენების გამო.

კომენტარები