მინდია უგრეხელიძე

უგრეხელიძე: ადინე ძმარი ცხვირიდან და ასე აღასრულე მართლმსაჯულება

მე არ ვიცი როგორ, უნდა იშოვო ფული და გაისტუმრო ეს ხალხი. მაგრამ ყველაზე სწორი გზა არის ის, რომ ვინც ამ ფულს იტაცებდა და ითვისებდა, იმისგან დამოუკიდებლად რას გიკარნახებს შენ შორეული ქვეყანა, უნდა ჩასვა ციხეში და აიძულო, რომ დაყაროს ის ყველაფერი, რაც ხალხისთვის აქვს წართმეული და მითვისებული და იმ ფულით გაისტუმრო ვალი. მართლაც, ბევრ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენის ხელშია ეს ქონება, მაგრამ ვინც დაზარალდა იმას ეს არ აინტერესებს. რატომ არ ადგები იმას ვინც დააზარალა? რა, არ ვიცით? ძნელი მისაგნებია თუ რა? მიადექი იმას ვინც დააზარალა, ადინე ძმარი ცხვირიდან და ასე აღასრულე მართლმსაჯულება. არ შეიძლება ერთდროულად უსმინო დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც. შენ უნდა უსმინო საკუთარი სინდისის ხმას და ხალხის მოწოდებას.

განმარტა მინდია უგრეხელიძემ for.ge-სთან ინტერვიუში

კომენტარები