ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

უგრეხელიძე: სტრასბურგმა დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულები სასამართლო არაა

ამას წინათ, სტრასბურგის სასამართლოში იხილებოდა ეგრეთ წოდებული ტაქსკეს საქმე ბელგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ტაქსკეს საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შეიძლება, ეწოდოს სასამართლო. როგორ შეიძლება, არ ასაბუთებდე და ისე გადაწყვიტო ადამიანის ბედი, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა?! მართალია, ბელგიამ ეს გაასაჩივრა და დიდ პალატაზეა გადატანილი საქმე, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დიდი პალატა იმავე გადაწყვეტილებას დატოვებს. ესე იგი, რა გამოდის? საქართველომ ვერ აუღო ალღო მოვლენათა განვითარებას, ვერ აუწყო ფეხი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს დრომოჭმულობის ტენდენციებს და იმ დროს შემოიტანა, როდესაც მთელი მსოფლიო უარს ამბობს მასზე?! ეს ნიშნავს, თუ ძალაში დარჩა სტრასბურგის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, მაშინ საქართველოს არ ექნება უფლება, ისეთი რამ გააკეთოს, რაც ეწინააღმდეგება სტრასბურგის გადაწყვეტილებას.

კომენტარები