ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

არველაძე: მოვუწოდებ ყველას, გობეჯიშვილის გათავისუფლებამდე არ დაიწყოს ყრილობა

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, ყველა კანდიდატს, ყველა დელეგატს, აღმასკომს და მის ხელმძღვანელობას, რომ სანამ ბატონი გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, მანამდე არ დაიწყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, ჩემი მოწოდებაც და ამ მოწოდებაში მე მართალი ვარ. ამიტომაც, მინდა დანარჩენებსაც ვუთხრა, რომ ახლა ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი, რომელიც წუხელ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარები