პრემიერი: პრაგმატული პოლიტიკით შევძელით, კვლავ გახსნილიყო რუსეთის ბაზარი

ჩვენ, მთავრობამ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, შევძელით, რომ კვლავ გახსნილიყო რუსეთის ბაზარი ჩვენი მეღვინეებისთვის. ასევე, სწორედ ჩვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგი არის ის, რომ გაიზარდა ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ყაზახეთი - 68%-ით, პოლონეთი - 85%-ით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 107%-ით, ლატვიაში - 50%-ით, ესტონეთში - 35%-ით, დიდ ბრიტანეთში - 46%-ით, ხოლო იაპონიაში - 110%-ით. ეს მოხდა სულ რაღაც ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავამკაცრეთ და ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ ღვინის ხარისხის კონტროლი. ეს არის ერთერთი ყველაზე აუცილებელი, რომ არ მოხდეს ღვინის ფალსიფიცირება.

პრემიერმინისტრი ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც ქართული ღვინის ცენტრი გახსნა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები