რთველი 2015

ღარიბაშვილი: უკვე მესამე წელია, წარმატებულ რთველს ვატარებთ

ჩვენ უკვე მესამე წელია, წარმატებულ რთველს ვატარებთ საქართველოში. წელსაც ასევე ძალიან ბარაქიანი რთველი გვქონდა. 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული დღეის მდგომარეობით. სახელწმიფო ჩაიბარებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რასაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს ან ვერ ჩაიბარებს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში ჩვენ, სახელმწიფო ვუხდით 60 თეთრს, ასევე შავ ყურძენში, საფერავზეა საუბარი, 85 თეთრს - ეს არის მინიმალური, ზღვრული ფასი, რომელსაც სახელმწიფო უხდის იმ შემთხვევაში, თუ სხვა კერძო კომპანიები ვერ ჩაიბარებენ ყურძენს. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ გლეხს, აღნიშნული ფასების პირობებში, მიეღო 100%-იანი მოგება დაახლოებით. ეს არის ჩადებული ამ ტარიფში.

პრემიერმინისტრი ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც ქართული ღვინის ცენტრი გაიხსნა.

კომენტარები