რთველი

პრემიერი: გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა

რაც შევძელით ამ 3 წლის განმავლობაში, ის, რაც ბატონმა ბიძინამ დაიწყო და ჩვენ გავაგრძელეთ, მემგონი, ძალიან მნიშვნელოვანია. ყურძენს ფასი დაედო, გლეხმა დააფასა, ვაზს დაედო ფასი. 4000 ჰექტარზე მეტი გაშენდა ახალი ვაზი იმიტომ, რომ გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა. თუნდაც ამ ვითარებაში მინიმუმ 100%-იანი მოგებით შეუძლიათ ყურძნის გაყიდვა. ამას გარდა, მოსავალი გაორმაგებულია და 300 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა კახეთში. მეღვინეობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებაა, ამას უნდა ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა. ვაზის და ღვინის კულტურა ჩვენთან არის ეროვნული იდენტობის ტოლფასი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კახეთში, რთველში მიიღო მონაწილეობა

კომენტარები