რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: ბიძინა უნდა წავიდეს, რომ გამარჯვება იზეიმოს საქართველომ

ჩვენ არ ვართ მოსულები ერთი მოქალაქის სახლთან. ჩვენ არ ვდგავართ ივანიშვილის სახლთან. ჩვენ ვდგავართ სახელმწიფო კანცელარიასთან. ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, სადაც ზის კაცი, ვინც მართავს დღეს საქართველოს. აქ ზის კაცი, რომელიც ერთობა ჩვენი ქვეყნის მომავლით. აქ ზის კაცი, რომლის გართობასაც ეწირება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ კაცს ახარებს საზოგადოების დამცირება. ამ კაცს, ვინც აქ ზის, ივანიშვილს, ახარებს საკუთარი თოჯინების დამცირება, რომლითაც გაავსო მთავრობა. ეს კაცი, ბოლო სამი წელია, დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ ჩაახშოს საზოგადოებაში ის ძალები, ვინც საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას. სწორედ მაგიტოა, რომ ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გააჩუმოს რუსთავი 2, როგორ გააჩუმოს ისინი, ვინც ხმას ამოიღებენ, როგორ ჩაკეტოს ციხეში პოლიტპატიმრები, რომელთა რიცხვსაც ახლა დაემატა სამი ქუთაისელი ახალგაზრდა. მაგრამ მან უნდა იცოდეს ჩვენი პასუხი ამაზე - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას. მან უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური განაჩენი მას გამოტანილი აქვს უკვე. ერთადერთი რამ არის გასარკვევი - როდის მოვა სისრულეში ეს განაჩენი და რამდენად მკაცრი იქნება ის. ჩვენ, საზოგადოება, შეთანხმებული ვართ - ბიძინა უნდა წავიდეს. ესენი უნდა წავიდნენ, რომ გამარჯვება იზეიმოს საქართველომ და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

განაცხადა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები