ვადამდელი არჩევნები

ბოკერია: ამ კატასტროფიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

ჩვენი აზრით ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც ქვეყანა ამ კატასტროფული მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს არის ვადამდელი არჩევნები. ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები უტიფრად აცხადებენ, რომ გვაქვსო საზოგადოების მხარდაჭერა. შევამოწმოთ, ვის აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ერთადერთი გზა ლეგიტიმურობის დაბრუნებისა ხელისუფლებისთვის უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი გასულები არიან ლეგიტიმურობის კურსიდან და ქვეყნისთვის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და სწორედ ამ ამოცანით ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან კონსულტაციებს და ვაპირებთ ფართომასშტაბიან აქციებს.

განაცხადა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე

კომენტარები