თეორემა

გვილავა: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა ყველაზე დიდი პრობლემაა

გარკვეული ინსტიტუტები მოქმედებენ არა კანონის შესაბამისად, არამედ ვიღაცის სურვილების შესაბამისად. როდესაც ვიღაცის სურვილი შემოდის სამართლებრივ სივრცეში და ამ წესრიგს ვიღაცის სურვილი მართავს, საბოლოო ჯამში ვიღებთ აბსოლუტურ ქაოსს. ჩვენ ვიღებთ ინსტიტუტეის, რომლებიც არის დეგრადირებული, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვერ უნზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას. ეს ეხება სასამართლოსაც და ეს ეხება, პირველ რიგში, სამართალდამცავ ორგანოებს, იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა იწყება სამართალდამცავი ორგანოებიდან. როდესაც პოლიტიკური ნიშნით ყოფ ადამიანებს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს.

ასე შეაფასა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ტაბულას ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტმა გია გვილავამ.

კომენტარები