თეორემა

კანდელაკი: რეპრესიების მიუხედავად ენმ ყველაზე ორგანიზებული პარტიაა

ნაციონალური მოძრაობა ეს არის ინსტიტუციური პარტია. ეს არის პარტია, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს ცივილიზებულ პაექრობაში და ცივილიზებულ კონკურენციაში. მაგრამ, როცა საჭირო ხდება, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიყვანოთ ქუჩაშიც და რადგან ასეთი ესკალაცია ხდება ივანიშვილის მხრიდან, ჩვენ ნებისმიერ ასპარესზე, ნებისმიერ ფორმატში დავამარცხებთ მას, რისი კულმინაციც იქნება, რა თქმა უნდა, არჩევნები. მაგრამ ქუჩაშიც ბევრ ხალხს გამოვიყვანთ. ჩვენ ვართ ყველაზე ორგანიზებული და სტრუქტურიზებული პარტია საქართველოში, მიუხედავად რეპრესიებისა. სწორედ ამ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს მატება, ახალი წევრები მოდიან პარტიაში. ჩვენ გვყავს ძალიბან ბევრი მოხალისე და ამ ხალხის შემხედვარე ივანიშვილი 2-ჯერ უნდა დაფიქრდეს უღირს თუ არა მას შემდგომი ესკალაცია.

განაცხადა გიორგი კანდელაკმა ტაბულას ეთერში

კომენტარები