საქართველო-აშშ

კვირიკაშვილი: მეტი უნდა ვაკეთოთ, რომ საქართველოს თემა იყოს მუდმივად აქტუალური

პრეზიდენტ ობამას გამოსვლაში საქართველოს არხსენებას, ალბათ იმ მიზეზს მოვუძებნიდი, რომ უკრაინა არის გაცილებით ცხელი წერტილი, იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა გარკვეული თვითკრიტიკა მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით და მომავალში გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ საქართველოს თემა იყოს მუდმივად აქტუალური, გამომდინარე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული პრობლემებიდან და ასევე ჰუმანიტარული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში.

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კითხვაზე, რომ პრეზიდენტმა ობამამ გაეროში გამოსვლისას, უკრაინასთან ერთად საქართველოს თემაზე არ ისაუბრა.

კომენტარები