საქართველო დასავლეთში

ბაქრაძე: ვერ ვიზიარებ განცხადებას, რომ საქართველო რადარებიდან არის გამქრალი

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება შემცირდა ერთი ქვეყნით. ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერა, ევროკავშირთან მიმართებით ჩვენ ხელი მოვაწერეთ შარშან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს. ჩვენს გვაქვს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი NATO-სთან დაკავშირებით, ჩვენ წინ მივიწევთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული მიღწევა და შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, ვერ ვიზიარებ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადარებიდან საქართველო არის გამქრალი და ეს ხელს უშლის მისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პრეზიდენტის მოსაზრებაზე, რომ საქართველო გაქრა აქტიური რადარებიდან.

კომენტარები