ნოდარ ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი: მოადგილემ თუ აიღო 1500 ან 1700 ლარის პრემია, რამე დაშავდა?!

რა არის ეს, ამიხსენით რა ხდება?! არ უნდა მივცეთ პრემია?! ადამიანებმა მუშაობის შედეგეზე უნდა მიიღონ ანაზღაურება. ჩვენ ბიუჯეტური შეზღუდვების გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელ თანამშრომელს მიეცეს პრემია და რომელს არა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ამას არც ვიმახსოვერებ იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ვესაუბრო. რა მინისტრის მოადგილემ თუ მიიღო 1500 ან 1700 ლარი პრემია, რამე დაშავდა?! როცა მოვედი სამინისტროში სიმართლე გითხრათ, მეგონა… წლის შედეგებზე ყველამ მიიღო პრემია. მეც მარიცხავდნენ პრემიას და ვთხოვე ბატონ დავით შავლიაშვილს, მე ნუ მომცემთ, არაფერი გამიკეთები ჯერ, დეკემბერში მოვედი. იმის მერე მეგონა, მინისტრის მოადგილის პოსტზე და მინისტრი რომ გავხდი ჩემით ვამბობდი უარს პრემიაზე, თურმე არც მეკუთვნოდა

ამბობს რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აიპრესთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები