რუსთავი 2-ის საქმე

ფანჯიკიძე ტონერის განცხადებაზე: ყურადღებას ვიპყრობთ უარყოფითი ფაქტებით

არცერთი ხელისუფლება, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს, არ იქნება წარმატებული. ამისი მაგალითები წარსულში იყო. ის, რომ ეს ფაქტი და საერთოდ მედიის თავისუფლების საკითხი დადგა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგშიც და შეშფოთებაა გამოხატული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, არის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგანაც ისევ ვექცევით უარყოფით კონტექსტში და ყურადღებას ვიპყრობთ უარყოფითი ფაქტებით. ამიტომ, საქართველოს იმიჯისთვის ეს არის ძალიან ცუდი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ასეთ უარყოფით კონტექსტში არ იყოს საქართველო მოხსენიებული.

თავისუფალი დემოკრატების წევრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარკ ტონერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ქმედებები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია. ტონერის თქმით, ამერიკა რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ეკიდება და ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები