რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: ვეთანხმები სახ.დეპს, რომ უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს

მე ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს, რომელიც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარკ ტონერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ქმედებები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია. ტონერის თქმით, ამერიკა რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ეკიდება და ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები