რუსთავი 2-ის საქმე

გვენეტაძე რუსთავი 2-ზე: ვფიქრობ, პროცესის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ არ დგას

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ, ნახოთ ეს განცხადება. ასევე ვიტყოდი ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად სრულყოფილია. პროცესზე დასწრების, გაშუქების, შეფასებისა და კრიტიკის გამოთქმის უფლება არსებობს ღიად და ამდენად, ეს პროცესი მიმდინარეობს. მე ასევე ვისურვებდი, რომ სასამართლოსაც მიეცეს ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების განხორციელების საშუალება. თუმცა ასევე გავიმეორებ ჩვენს მიერ განცხადებაში გამოქვეყნებულ დებულებებს, რომ ჩვენ მზად ვართ კრიტიკისათვის. თუმცა სამართალწარმოების პროცესს გარკვეული სიმშვიდე და მხარდაჭერა სჭირდება და ეს უკვე მხარეების გადასაწყვეტი პოზიციებია. ამიტომ, საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭვირვალობა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეჭვქვეშ არ დგას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარკ ტონერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ქმედებები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია. ტონერის თქმით, ამერიკა რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე მოვლენებს სერიოზულად ეკიდება და ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები