თამაზ მეჭიაური

მეჭიაური: ჯანდაცვის რეფორმის გამო პენსიონერთა რაოდენობა 40 ათასით გაიზარდა

პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა 40 ათასი კაცით, ეს რას ნიშნავს, პენსიონერი ხომ არ დაბადებულა, ანუ შემოუერთდა 40 ათასით მეტი, ვიდრე დატოვა, დატოვა სიკვდილს ნიშნავს. ის კიდევ ნიშნავს, რომ ასაკობრივად უფრო მეტი შემოემატა, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა შემცირდა დაახლოებით ამდენით. სიკვდილიანობა რის ხარჯზე შეიძლება შემცირებულიყო? ალბათ უფრო მეტად ჯანდაცვის გაუმჯობესების ხარჯზე. ესე იგი იმ ხარჯებმა, რომელიც ჩადებული იყო ჯანდაცვაში და ბევრი აკრიტიკებდა, მოგვცა ეს შედეგი. ამ შედეგმა მოგვცა ის, რომ 40 ათასი კაცით მეტს უნდა გადავუხადოთ პენსია. დააწვა ესეც ბიუჯეტის იმ სოციალურ ხარჯებს, მაგრამ მერე რა, თუ ჩვენთვის ადამიანია მთავარი. საბოლოოდ, შეიძლება რაღაც ეტაპზე პენსიის ზრდისგან, თუ იქნება ამის საშუალება, თავი შევიკავოთ და არა ჯანდაცვის სახსრები შევამციროთ. ეხლა რო შევამციროთ ის ჯანდაცვაში ჩადებული თანხები და გადავანაწილოთ პენსიებში, შეიძლება ისეთი ეფექტი ვერ მოგვცეს ამ გაზრდამ და მთელი ტვირთი დააწვეს პენსიონერს, რო თითონ გადაიხადოს. რა თქმა უნდა, ეს მატება მას ვერ უშველის და შეიძლება ისევ გაიზარდოს სიკვდილიანობა და ასე შემდეგ. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პენსიონერთა რაოდენობის ზრდაზე.

კომენტარები