თამაზ მეჭიაური

მეჭიაური: ყველაფრის სოციალურ მხარეს გადაქაჩვით შეიძლება კრიზისი გამოვიწვიოთ

არც ის არ მინდა, რომ ბიუჯეტი იყოს პოპულისტური, ყველაფერი სოციალურ მხარეს გადავქაჩოთ და ამით გამოვიწვიოთ კრიზისი. ჩვენ თუ რამე შეგვიძლია, ნუ, საამაყო შეიძლება ბევრი არაფერი გვქონდეს ისეთი, მაგრამ მაგალითად მიმაჩნია ძალიან დადებითად, რომ თუ ავიღებთ ჩვენ საბოლოო მიზანს, რომელიც არის ადამიანი, მაშინ თუნდაც ერთი სიტყვით რომ ვიმსჯელოთ, პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა 40 ათასი კაცით, ეს რას ნიშნავს, პენსიონერი ხომ არ დაბადებულა, ანუ შემოუერთდა 40 ათასით მეტი, ვიდრე დატოვა, დატოვა სიკვდილს ნიშნავს. ის კიდევ ნიშნავს, რომ ასაკობრივად უფრო მეტი შემოემატა, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა შემცირდა დაახლოებით ამდენით, სიკვდილიანობა რის ხარჯზე შეიძლება შემცირებულიყო? ალბათ უფრო მეტად ჯანდაცვის გაუმჯობესების ხარჯზე. ესე იგი იმ ხარჯებმა, რომელიც ჩადებული იყო ჯანდაცვაში და ბევრი აკრიტიკებდა, მოგვცა ეს შედეგი. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ჯანდაცვის სამინისტროს 3 მილიარდამდე გაზრდის შესახებ.

კომენტარები