თამაზ მეჭიაური

მეჭიაური: პარტიულ საქმიანობაში ნაკლებად ვარ, საქმე ჩემ სფეროშიც თავზე საყრელია

მე პარტიულ საქმიანობაში ნაკლებად ვარ ჩართული, რადგან ჩემს სფეროშიც საქმე თავზე საყრელია. ვიცი, რომ მიმდინარეობს რეგიონალური, ესე ვთქვათ, გადახალისება. არა მთლიანად შეცვლა, არამედ გადახალისება. ნუ, ზოგი დარჩება, ზოგი შეიცვლება. ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და, რა თქმა უნდა, საარჩევნოდ მზადებაა. დანარჩენი, რაც შეეხება, ალბათ მოკლე ხანში ჩამოყალიბდება თვითონ პარტიაც და, რა თქმა უნდა, მომავალ პარლამენტში უნდა იყოს ახალი სახეები და რაც მეტი იქნება, რაღაც ზღვრამდე, ცუდი არ იქნება იმდენად, რამდენადაც ამ პარლამენტში დისბალანსი არსებობს პროფესიებს შორის. დავუშვათ, დეფიციტია ჩვენს კომიტეტში. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პარტიულ საქმიანობაზე.

კომენტარები