ლარის გაუფასურება

დავითაია: ეკონომიკურ ტენდენციებზე აისახება პრობლემები დემოკრატიის კუთხით

ლარი არის მხოლოდ ერთი კომპონენტი, იმ დიდ მექანიზმში, რასაც ეკონომიკა ჰქვია და ეს სცილდება მხოლოდ ფინანსურ სფეროს ან ეკონომიკურ სფეროს. აქ მონაწილეობს ასევე ისეთი კომპონენტები, როგორიც არის მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ზოგადად, დემოკრატიის ხარისხი, იმიტომ, რომ საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამას პირდაპირი კორელაცია არ აქვს ლართან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უდავოდ დაკავშირებულია ლართან. თუ ამ კომპონენტებში გვაქვს პრობლემები და ეს კომპონენტები საჯაროა და მთელი მსოფლიოს განხილვის საგანია, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პერსპექტივა იმისა, რომ ველოდოთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს

ბიზნესმენი ივა დავითაია გადაცემაში თეორემა

კომენტარები