პეტრიაშვილი: ხელისუფლება ნაბიჯს დგამს ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვისკენ

ეს არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი. რეალურად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი იდგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის მიმართულებით. იკვეთება რუსეთის მხრიდან დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმა. მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, აღიმაღლონ ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ერთად, მთელ მთავრობას, ფორმალურ და არაფორმალურ მმართველობას, პასუხისმგებლობა დაეკისრება.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ქართული მხარის Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები