კალაძე: ნებისმიერი ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე

Gazprom-ი უკვე არის საქართველოში, ჩვენ ვიღებთ ბუნებრივ არის რუსეთიდან ანუ კომპანია Gazprom-იდან. წლებია - ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ საკუთარი ბუნებრივი აირი არ გვაქვს. ძირითადი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. თუმცა, ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოცულობების შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე ირანთან მიმართებაში. ბრიუსელში შეხვედრაზე ჩვენ დავუსვით საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოცულობები, რომლებიც დღეს ამ მილსადენში გადის სომხეთის მიმართულებით, იყოს გაზრდილი, რადგან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მილსადენი რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დატვირთული. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება, დამატებითი მოცულობები მივიღოთ. ასევე, თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ, ბუნებრივი აირი წამოიღონ რუსეთიდან.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქართული მხარის Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები