ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

დელეგატი: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე ერთგვარი ვაჭრობა მიდიოდა

[დახურულ შეხვედრაზე] მიდიოდა მოლაპარაკება ერთგვარი, შეიძლება, ვაჭრობაც დავარქვათ. საკითხი ასე იდგა, რომ რეზი არველაძის მომხრეები უარს ვაცხადებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, სანამ გეგა გობეჯიშვილი არ იქნებოდა გამოშვებული. შემოთავაზება, მოთხოვნა ის იყო, რომ შესულიყავით, მიგვეღო მონაწილეობა სხდომაში და სურკისი იღებდა პასუხისმგებლობას, ეს ალალად თქვა, რომ არ დატოვებდა ქვეყანას მანამ, სანამ გეგა არ იქნებოდა გამოშვებული.

ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატი გიორგი ხაჩიძე. ცნობისთვის, ფარულ ვიდეოჩანაწერში რევაზ არველაძე უეფა-ს ვიცე პრეზიდენტს გრიგორი სურკისს და არჩევნების დელეგატებს ესაუბრება. არველაძის თქმით, მისი მხარდამჭერი დელეგატის გეგი გობეჯიშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, არჩევნების ნებისმიერი შედეგი მისთვის მისაღები იქნება.

კომენტარები