საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჭყოიძე: გიორგი გვიმრაძე ლამის ხელებზე კოცნიდა ევრაზიული კავშირის მომხრეებს

გიორგი გვიმრაძისგან ვიგებთ, რომ თითქოსდა მას რცხვენია ის, რომ იმყოფებოდა კონფერენციაზე, სადაც მეც ვიმყოფებოდი. ეს იყო კონფერენცია სომხეთში, რომელსაც ატარებდა ალექსანდრე კრილოვის ორგანიზაცია „კავკასიათმცოდნეები". ბატონი გვიმრაძე მხოლოდ და მხოლოდ ამ კონფერენციაზე მყავს ნანახი, იქ მას არანაირი უხერხულობა არ გამოუხატავს იმის გამო, რომ ჩემს გვერდით იმყოფებოდა. მეტსაც გეტყვით, ჩემთან სუფრაზეც იჯდა და მისგან არავითარი უკმაყოფილება არ იგრძნობოდა იმ პიროვნებების მიმართაც, ვინც მხარს უჭერდა საქარველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

გვიმრაძე თავად კრილოვის მიერ იყო დაპატიჟებული. ამ კონფერენციის მიზანი იყო ევრაზიული კავშირის პოპულარიზაცია და ის, რომ ამ კავშირში გაწევრიანებულიყვნენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ალექსანდრე კრილოვის ჯგუფი არის ექსპერტთა ჯგუფი რუსეთში, რომელიც ეწევა ევრაზიული კავშირის პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში. საინტერესო ისაა, რომ გვიმრაძე იქ მოწვეული იყო ამ ადამიანების მიერ, ხოლო ეს ადამიანები ევრაზიული კავშირის მომხრეები არიან. მათთთან ბატონი გიორგი მხოლოდ დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა. იგივე დამოკიდებულება ჰქონდა მას ჩემთანაც. გამიკვირდა ბატონი გიორგისი, თურმე სირცხვილი ყოფილა ჭყოიძესთან ერთად კონფერენციაზე ყოფნა. არადა, ლამის ხელებზე კოცნიდა ადამიანებს, რომლებიც ევრაზიულის კავშირის მომხრენი იყვნენ. თუ მას რცხვენოდა ჩემთან ყოფნა, რატომ თავის დროზე არ დააფიქსირა? თურმე სამარცხვინო ვყოფილვარ. არ შეიძლება ასეთი ცვალებადობა. ქამელეონივით არ უნდა იყოს კაცი.

ვფიქრობ, გიორგი გვიმრაძე არ უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციოს უფროსი, რადგან რბილად რომ ვთქვათ, არაა პროფესიონალი. ის არის თავისი ხუშტურების და თავისი ხაზის გამტარებელი და არა საზოგადოებრივი აზრის. ის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციოს უფროსია და არა რომელიმე კერძო ტელევიზიის და საკუთარ განცხადებებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს

ერეკლე მეორის საზოგადოებისა და ევრაზიული ინსტიტუტის თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საინფორმაციოს უფროსის, გიორგი გვიმრაძის შესახებ გამოცემა რეპორტიორთან

კომენტარები