ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი ეროვნული ინტერესებისა და კეთილდღეობის მტერია

ქართული ენერგეტიკის Gazprom-ზე მიბმა ნიშნავს, სიღარიბეს, ჩამორჩენილობას, სიბნელეს - ეს არის აქსიომა. ამიტომ, სანამ დროა, ჩვენ ყველამ, ვისაც ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი გვინდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს უმსგავსობა შეჩერდეს. თუნდაც ეროვნული დაუმორჩილებლობის ფასად. სხვა შემთხვევაში ძალიან გვიან იქნება. თავისთავად გაზპრომიც, პროდასავლური მედიის დევნაც, პრორუსული ძალების წახალისებაც არის ერთი ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ აფერისტი და გადამგდები, არამედ ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების მტერი. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს რაც შეიძლება სწრაფად, მტკიცედ და მშვიდად

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი Gazprom-თან მოლაპარაკებებზე

კომენტარები