რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: ურთმელიძეს ოჯახური საკითხების გამორკვევის გარეშე ვაცადოთ მუშაობა

რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ, ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი, მეორე სურვილი გამიჩნდა, გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპის, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ, მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დედის საქმეზე. ცნობისთვის, მოსამართლე ურთმელიძის სიძის მტკიცებით, მოსამართლის დედამ მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.

კომენტარები