საბანკო ზედამხედველობის სამსახური

სუბარი: უკვე ველოდები, საკონსტიტუციომ სააკაშვილს დაუბრუნოს ხელისუფლება

მე ველოდები საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ და ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებას - კარგად მოგეხსენებათ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლებები და გადაეცა მთავრობას. ეს მოხდა ერთი რამის გამო - სააკაშვილმა ამოწურა ორი ვადა და გადაწყვიტა, როგორც პრემიერი მოვლენოდა ქვეყანას. სხვას არაფერს აღარ ველოდები საკონსტიტუციო სასამართლოსგან გარდა იმისა, რომ დაადგინოს, სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური და სააკაშვილს უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

კომენტარები