რუსთავი 2-ის საქმე

გვენეტაძე ურთმელიძეზე: კომენტარს ვერ გავაკეთებ - ეს დააზარალებს პროცესს

რადგან აღნიშნული საკითხები უკავშირდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესს [რუსთავი 2-ის საქმეს], გიხსნით, რომ მე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ეს დააზარალებს პროცესს. პროცესი გამჭვირვალეა, შუქდება, კეთდება შეფასებები როგორც მედიის, ისე პროცესის მონაწილე მხარეების მიერ, ვისაც ამისი უფლება გააჩნია, და რადგან სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, პროცესი რომ არ დაზარალდეს, მე ამ პოზიციიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის, რაც დადგება პროცესზე, თქვენ შეგიძლიათ, გააშუქოთ და შემდეგ, შეფასებები გააკეთოთ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დედის საქმეზე. ცნობისთვის, მოსამართლე ურთმელიძის სიძის მტკიცებით, მოსამართლის დედამ მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.

კომენტარები