რუსთავი 2-ის საქმე

ქუცნაშვილი რუსთავი 2-ზე: თუ სასამართლო დავა ჩარევაა, როგორ დაიცვან უფლებები?

ჩარევას აქვს თავისი ფორმები და საშუალებები. თუ სასამართლო დავას ვინმე ეძახის ჩარევას, მაშინ გვითხრას, ადამიანებმა თავისი უფლებები რა ფორმით შეიძლება, დაიცვან. გვითხრას. ქუჩაში გავიდნენ და იქ გაარჩიონ; ბირჟაზე დაიბარონ და იქ გაარჩიონ; უხუცესები შეკრიბონ და იმათ სთხოვონ მტყუან-მართლის გარჩევა თუ ევროპის დედაქალაქში ჩავიდნენ და იქ შეკრიბონ კომისიები დავის გასარჩევად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავაზე.

კომენტარები