რუსთავი 2-ის საქმე

ადვოკატი: თუ ურთმელიძე თავს არ აიცილებს, ე.ი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს

მე დიდი იმედი მაქვს, რომ თამაზ ურთმელიძე პირველ რიგში, დაგვახვედრებს თვითაცილების განჩინებას. თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ დავაყენებთ მოთხოვნას, რომ მან აიცილოს თავი. მანანა კობახიძეს ალბათ თქვენი მაყურებლის შეცდომაში შეყვანა უნდოდა, როდესაც ამბობდა, რომ პირდაპირი საფუძველი არ არსებობს. როგორ არა, საფუძველი არსებობს. კანონში არ წერია კონკრეტულად ცოლზე და დედაზე, რომ მძევლად თუ აიყვანეს მშობელი, თავი უნდა აიცილო და რა თქმა უნდა, ვერც ეწერება. თუმცა, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მხარისთვის არის საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს მოსამართლის მიუკერძოებლობაში, ეს არის პირდაპირ მითითებული კანონში და ჩვენ სწორედ საფუძვლით ვითხოვთ მოსამართლე ურთმელიძის აცილებას. თუ მან ორშაბათს თავისი თავი არ აიცილა, ეს ნიშნავს, რომ მას გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი აქვს და ეს პროცესები არის ფორმალობა. სასამართლოს მეშვეობით ხდება ის, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება სპეცრაზმის ან სხვა საშუალებით მომხდარიყო. ეს არის ამათი არგუმენტი, რომ სასამართლო და ჩვენ რა შუაში ვართ. შუაში კი არა, თავშია დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება და ადამიანი, რომელიც მას არაფორმალურად მართავს.

რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე, გადაცემა არჩევანში

კომენტარები