რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია: მთავრობა თავისი ქმედებებით სასამართლოს ინსტიტუტს და მედიას აზარალებს

ჩვენ თვალწინ არა მხოლოდ მედიის ჩახშობა ხდება, არამედ სასამართლო იმსხვრევა ჩვენ თვალწინ. ჩვენ ვნახეთ ჩხიკვაძე, რომლის ტრაგედიასაც გიგი უგულავას წინააღმდეგ იყენებენ. ვხედავთ ურთმელიძეს, რომლის პირად ოჯახურ ტრაგედიას იყენებენ მის წინააღმდეგ. პრობლემა ჩხიკვაძეში ან ურთმელიძის აცილებაში კი არ არის, არამედ იმაშია, რომ მთავრობა ცდილობს, გამოიყენოს მოსამართლეები ისე, როგორც უნდათ. ეს არის გზავნილი მოსამართლეებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს განწყობა, რომ გამოვიყენოთ მოსამართლეები პოლიტიკური საქმეებისთვის. ვერც ერთი მოსამართლე დღეს თავისუფლად ვერ იმოქმედებს, ისინი მიჩერებულები არიან ტელევიზორს, რამდენად მოახერხებს მთავრობა, გადაუგრიხოს ხელი მოსამართლეებს. ეს იქნება ის კლიმატი, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება, თუ ეს ასე მოხდება. სასამართლოს ინსტიტუტი ამით მთლიანად ზარალდება და მედიაც. ასეთი ქვეყნები არსებობენ. ლუკაშენკოს არჩევნები იყო და ის მეხუთედ მოვიდა ხელისუფლებაში 83 პროცენტით. ჩვენ ნუ გვეგონება, რომ მზე სხვანაირად ამოვა და ტელევიზორს რომ ჩავრთავთ, შიშინი იქნება. ეს დრო წასულია, გედების ტბის დრო წასულია. ეხლა არის სხვა ფორმები დემოკრატიის შელახვის. ამ ფორმებს ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ და სამწუხაროდ, მცდარ დისკუსიაში ვიხარჯებით. ნიკა გვარამია კარგია, ნაციონალები კარგები არიან. ნაციონალებზე არ არის, ძალიან ცუდი საქციელია, როცა შენ ტელევიზიას ანადგურებ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისია ის.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის საქმეზე, გადაცემა არჩევანში

კომენტარები