გარემოს დაცვის სამინისტრო

მაღრაძე: 3 წელში იმდენი გაკეთდა გარემოს დაცვაში, 20 წლის მანძილზე არ გაკეთებულა

დავესწარი გარემოს დაცვის სამინისტროს ანგარიშს. სამ წელიწადში იმდენი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, 20 წლის მანძილზე რომ არ გაკეთებულა. მოსახლეობამ ეს ჯერ არ იცის და როცა საჭირო იქნება, მივაწოდებთ ამ ინფორმაციას და გაიგებენ, თუ რა გააკეთა სამ წელიწადში ქართულმა ოცნებამ, რისი შესაძლებლობები იყო, რა ვერ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ობიექტურ დასკვნებს გამოიტანს და ქართული ოცნება უმრავლესობაში დარჩება. ის, რაც გარემოს დაცვის სამინისტრომ 3 წელიწადში გააკეთა, შესაძლოა, ხალხმა უცებ ვერ დაინახოს, მაგრამ გათვლილია სამომავლო სიკეთეზე. არის სოფლები, რომლებშიც ადამიანები დაბრუნდნენ, რადგან გატარდა ღონისძიებები უკეთესი ცხოვრებისთვის. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე რეპორტიორთან საუბრისას.

კომენტარები