აბრეშუმის გზის ფორუმი

პრემიერი: ბოლო წლების რეფორმების წყალობით, გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა

ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური მიღწევებისა, ჩვენი პოტენციალის სრულად ამოქმედება მოითხოვს რეგიონალურ თანამშრომლობას. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თავს უყრის სახელმწიფოების, ბიზნესების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ის უზრუნველყოფს სივრცეს ურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების წინსვლისთვის, განამტკიცებს არსებულ და ქმნის ახალ კავშირებს. ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე, სრულად გამოვიყენოთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი, რისთვისაც წამოვაყენებთ ახალ ინიციატივებსა და იდეებს კონკურენციის წასახალისებლად და, ამავე დროს, რა თქმა უნდა, თავს ავარიდებთ კონფლიქტს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები