რუსთავი 2-ის საქმე

ვოლსკი რუსთავი 2-ზე: აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ სასამართლო ყადაღას დაადებდა

საერთოდ, არა მგონია, რომ რუსთავი ორთან დაკავშირებით, ჯანსაღი პროცესები მიდის დაცვის თვალსაზრისით. არსებობს სასამართლო და სასამართლომ უნდა გაარკვიოს უამრავი საკითხი. ახლა თუ გასხვისებაზეა ლაპარაკი, რაღაცა პროცენტების ექვს მილიონად, რასაკვირველია, უნდა ცოდნოდათ, რომ სასამართლო, რასაკვირველია, ყადაღას დაადებდა, პროცესიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ნათელი იყო. ვფიქრობ, სპეციალურად არის გაკეთებული პროვოცირებისთვის და ვითარების დაძაბვისთვის. ასე მგონია... ანგარიშზეც ხელმძღვანელობამ და წამყვანმა ჟურნალისტებმა რომ შემოიტანონ ანგარიში, კარგი მაგალითი იქნება სხვებისთვის, ვისაც რუსთავი ორის ბედი აწუხებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინანსები რუსთავი ორს არ უჭირს, ვფიქრობ, რომ ეს გასხვისების თემაც, გაყიდვის თემაც სპეციალურად არის გაკეთებული, ვინაიდან იცოდნენ, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც მთავარია, არსებობს სასამართლო, რომელიც უფრო თავისუფალია, ვიდრე იმ პერიოდში, როცა გვარამია იყო გენერალური პროკურორი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსთავი 2-ზე.

კომენტარები