ეროვნული ბანკი

მეჭიაური ეროვნულ ბანკზე: ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას

დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიცირება ოფიციალურად არ გამიკეთებია, მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა თუ შეიქმნებოდა ასეთი დროებითი კომისია, იმდენად რამდენადაც, ასეთი თავგადაკლული ბრძოლა იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც ეხება ეროვნულ ბანკს, იყოს დაფარული ყველასგან, გარდა ქადაგიძისა და მის ზურგს უკან მდგომი პოლიტიკური ძალების, უკვე იწვევს სერიოზულ ეჭვს, რომ იქ შეიძლება, მთლად ისე არ არის საქმე, როგორც მათ უნდათ წარმოაჩინონ. აქედან გამომდინარე, მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ მე მაგალითად, ჩემზე რომ იყოს ბოლომდე დამოკიდებული, შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას, თუმცა, ამ კომისიის შექმნას ჯერ ინიცირება უნდა. ჯერ კონსულტაციები უნდა გავიარო, მე არ მინდა ამის გაკეთება მხოლოდ ხმაურისთვის, თუ ექნება ამას მხარდაჭერა მინიმუმ 76 ხმა, ამის შემდეგ დავიწყებ ინიცირებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ეროვნულ ბანკზე.

კომენტარები