ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: გვინდა გონივრულად ვიყენებდეთ მდებარეობას ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის

ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი.
საქართველოს აქვს მტკიცე კავშირები ევროკავშირთან, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული აქტიური ურთიერთობები და მზარდი თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასა და შუა აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან, რის გამოც ჩვენი ქვეყანა იდეალური პლატფორმაა დღევანდელი დისკუსიისთვის. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე.

კომენტარები