ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მოხდა დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მოხდა ეთნიკური წმენდა, მაგრამ ვინ არის ამაში დამნაშავე? ამაზე უნდა იყოს ბრალი წაყენებული. მოვისმინეთ განცხადება, ქალბატონი წულუკიანის, რომ არ ვიქნებით პროფესიონალები, თუ ეს ჰააგის გამოსაძიებელი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ვითარება აქეთ მიდის, რომ დიდი ალბათობით დაიწყება გამოძიება, მე მივმართავდი პროკურატურას, რომ მათ ამ 30 დღიან ვადაში, სანამ დასკვნების დადება დაიწყება გამოიძიებენ თუ არა, წაუყენოს ბრალი სეპარატისტთა ლიდერებს, გააკეთონ ყველაფერი, რომ ანახონ, რომ საქართველოს შესწევს უნარი გამოძიების წარმოების. ერთადერთი ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევალთ, აქ მტკიცებულების მოპოვებაზეა საუბარი, მაგრამ რაში სჭირდება მტკიცებულება იმას, რომ კონსტიტუციური წყობის რღვევა დაიწყო კოკოითმა და ა.შ
tbl.ge/lo7
დაკოპირდა
ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე გადაცემაში თეორემა
ამავე თემაზე
- ჰააგის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
- ჰააგის სასამართლოში დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს
- აფრიკის ქვეყნები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებენ
- ბოკერია: გამოძიების შეწყვეტა ოკუპანტის გაღიზიანების მიზეზით დაუშვებელია
- ბენსუდა: აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე ეჭვმიტანილი არ გვყავს