ცოფურაშვილი: Gazprom-ის შემოსვლა ყოველთვის იქნება რუსეთის ბერკეტი

სახელისუფლებო წრეებისგან გვესმის, რომ გაზპრომის შემოსვლა არ არის იარაღი და ეს მხოლოდ ვაჭრობის სფეროა, რომელიც პოლიტიკაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ეს არის უბრალოდ გულუბრყვილო განცხადება და გულუბრყვილობაზე უფრო მეტიც, იმიტომ, რომ ვინც კი მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს აკვირდება, ძალიან კარგად ხედავს, რომ გაზპრომის მიერ მიწოდებული გაზი ხშირად გამხდარა თავად ევროპის მოწინავე ქვეყნებთან პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და რიგი პოლიტიკური გადაწყვეტილებების სარჩული. მითუმეტეს, საქართველოში, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული ამ მცოცავი ანექსიის პირობებში, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსულ გაზზე დათანხმების შემდეგ ჩვენ შევძლებთ თამამად, რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნაზე ისეთი განცხადების გაკეთებას, რომელიც რუსეთს ხელს არ აძლევს, იმიტომ, რომ შემდეგ შეიძლება ამას გაზის გათიშვა მოყვეს. ეს ყოველთვის იქნება ბერკეტი. ისტორიაში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებსა და ერებს, დროებითი უსაფრთხოების გამო უარი უთქვამთ თავისუფლებაზე ან დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ის რომ თავისუფლებაზე და ამ შემთხვევაში ენერგოდამოუკიდებლობაზე უარი თქვა საკუთარი ნებით, ისე, რომ პერმანენტული საფრთხის პირობებში გააგრძელო არსებობა, ასეთი მაგალითის მოძებნა ისტორიაში ალბათ ძალიან გაგვიჭირდება

ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი ტაბულას გადაცემაში თეორემა

კომენტარები