მედიაზე ზეწოლა

გაბაშვილი: რამე რომ ჰქონდეს დასაცავი 20/30-ს, ამ რეზოლუციაში შევიტანდი

მიუხედავად იმისა, რომ GDS არის ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, ეს არის მისი ტელევიზია და თავიდან ბოლომდე მის წარმოდგენებს აწვდის საზოგადოებას და არა რაიმე ობიექტურ რეალობას. ჩვენ დღეს არ ვდავობთ სარედაქციო პოლიტიკაზე, იმ ხალხმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია და ასე მაუწყებლობენ. შესაბამისად, მათ აქვთ სრული უფლება, იყვნენ ქართული ოცნების პროპაგანდის რუპორი. რამდენად ეფექტურები არიან, ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს მათი პრობლემაა. მათი პრობლემა ეს ფინანსურად ვერ იქნება, რადგან ისინი ფინანსურად რეიტინგზე დამოკიდებული არ არიან, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე რეკლამას მიიტანს თუ არა, მათი მუშაობა არ არის გათვლილი ტელემაყურებლის სიმპათიაზე, რადგან მათი შემოსავლის წყარო და მუშაობის ორგანიზება ხდება სულ სხვა პრინციპით. მაგრამ რამე რომ ჰქონდეს დასაცავი 20/30-ს, ამ რეზოლუციაში შევიტანდი. პრეტენზია გამოთქვა ერთ-ერთმა წამყვანმა გამზარდიამ, რომ მას პოლიტიკური მოტივებით დაუხურეს გადაცემა, თუ ჩათვლით, რომ მისი ეს განცხადება შევიტანოთ რეზოლუციაში, კი ბატონო, 20/30-ის სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დავდგეთ. არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მექნება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. რუსთავი 2-ისა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.

კომენტარები